Binance-ი კამბოჯას ციფრული ვალუტების რეგულაციების შემუშავებაში დაეხმარება

0
777

Binance-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კამბოჯის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მარეგულირებელთან (SERC).

Binance-ი და SERC-ი ერთად იმუშავებენ ქვეყანაში ციფრული ვალუტების რეგულაციების შესაქმნელად.

SERC-ი ცდილობს გამოიყენოს Binance-ის ტექნიკური ექსპერტიზა და გამოცდილება ამ სფეროში, რათა განავითაროს საკუთარი სამართლებრივი ბაზა ციფრული ვალუტების ბაზრისთვის.

კრიპტოვალუტები არ რეგულირდება კამბოჯაში და ნებისმიერი არალიცენზირებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ციფრულ ვალუტებს მკაცრად აკრძალულია. აღნიშნული პარტნიორობა დიდი ალბათობით ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს.

„ეკონომიკურად, კამბოჯა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ათეულში იყო და და შესაბამისად, წლიური ეკონომიკური ზრდაც, საკმაოდ თანიმდევრული იყო.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჭარბობს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობა, რომელიც ტექნოლოგიების უფრო სწრაფად ამთვისებელ კონტიგენტს წარმოადგენს. ყველა ამ უპირატესობით, ჩვენ გვჯერა, რომ კამბოჯას Web3-სა და ციფრული ვალუტების ინდუსტრიაში დიდი მომავალი აქვს”,- განაცხადა Binance-ის აზიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, გლებ კოსტარევმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი