ჯეკ დორსი: კრიპტო ინდუსტრიას ბანკებთან ურთიერთობა სჭირდება

0
1779

სოციალური მედიის Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი ახალი პროექტისთვის გუნდს კრებს.

ჯეკ დორსის განცხადებით, პროექტი Square-ზე ტრადიციული ვალუტით გადახდის დამატებას გულისხმობს. ჯეკ დორსის თქმით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს კრიპტო და ტრადიციული საფინანსო სისტემის ერთობლივ მუშაობას.

“ინტერნეტ კომპანიას შეუძლია დაიწყოს რაღაც ახალი, რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამასთანავე, საჭიროა ყურადღება მიექცეს მარეგულირებლის მოთხოვნებსაც. კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება პარტნიორობა ბანკებთან. თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს”,- განაცხადა ჯეკ დორსიმ.

ჯეკ დორსი კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი ბიტკოინის მიმართ მკვეთრად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ ინტერნეტსა და კრიპტოვალუტას შორის “ნათესურ” კავშირებს ხედავს.

ეს არის მოსაზრება, რომელმაც Twitter-ზე 5000-ზე მეტი მოწონების ნიშანი დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ დორსიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი წინა განცხადებები და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და კონკრეტულად ბიტკოინი ყველაზე დიდი ბრენდია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი