ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
კრიპტოვალუტამ 7 იანვარს 40.000 დოლარის ზღვარი გადალახა. მილიარდერის Chamath Palihapitiya-ის განცხადების თანახმად, აქტივმა, რომელიც მეტწილად მთავრობის უფლებამოსილებასთან არ არის დაკავშირებული შესაძლოა, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნოს ერთი კონკრეტული პოზიცია.
თუმცა ინვესტორი აღნიშნავს, რომ 5 ან 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 200 000 დოლარის დონეს მიაღწევს.
Chamath Palihapitiya-ს გარდა ბიტკოინის კურსის მატებას სხვა ინვესტორებიც პროგნოზირებენ.
კრიპტო მედია ქსელ BlockTV–სთან ინტერვიუში ტიმ დრეიპერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე საჭიროა ბიტკოინის ფასმა სტაბილური ზრდის ტენდენცია აჩვენოს.
“თუ ჩვენ გავაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს აღმოჩნდება, რომ ბიტკოინის კურსი ზრდას გააგრძელებს. ამის შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი 250 000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,- აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.
DeVere–ს აღმასრულებელი დირექტორმა კი განაცხადა, რომ ბიტკოინი 2021 წელს 50%-ით გაიზრდება.
შეგახსენებთ რომ, 13 იანვარს დღის მეორე ნახევარში ბიტკოინის ფასი 35.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.