კრიპტო სექტორი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

0
1307

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისა და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დაწყებას ციფრული ვალუტის სექტორის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

თავდაპირველად, ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები დაეცა. თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ რუსეთის შეჭრას მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა კრიპტოვალუტის ბაზარი ნელ-ნელა დასტაბილურდა.

Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა, რუსეთის მოქალაქემ, განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა დაეტოვებინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივა.

FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა გადაწყვიტა ფულადი დახმარება უკრაინელი ტრეიდერებისთვის შეეთავაზებინა. FTX კრიპტოვალუტის პლატფორმაზე დარეგისტრირებული უკრაინული ანგარიშის ყველა მფლობელს აქვს 25 დოლარი.

„ჩვენ მხოლოდ 25 დოლარი მივეცით თითოეულ უკრაინელს FTX-ზე, გააკეთე ის, რაც უნდა გააკეთო”,- დაწერა Twitter-ზე Bankman-Fried-მა.

კრიპტო საზოგადოება გამოეხმაურა Twitter-ის შეტყობინებას ქვეყნის ჯარებისთვის შემოწირულობების მიღების მოთხოვნით და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კრიპტო საფულის შექმნისკენ მოუწოდა.

Blockchain-ის ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის განცხადების მიხედვით, ადამიანებმა 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადასცეს არასამთავრობო ორგანიზაცია Come Back Alive-ს. არასამთავრობო ორგანიზაცია უკრაინულ არმიას უჭერს მხარს.

გარდა ამისა, უცნობმა კონტრიბუტორმა 80 ბიტკოინი შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. დღევანდელი მონაცემებით, 80 ბიტკოინის ღირებულება 3 მილიონზე მეტია.

კიბერ ალიანსმა, უკრაინელი კიბერ აქტივისტების საზოგადოებამ, მიიღო დაახლოებით 100,000 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაიტკოინი.

ამასთანავე, Pussy Riot-ი, რუსული როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილია მთავრობის წინააღმდეგ პროტესტებით, გაერთიანდა Trippy Labs-თან და PleasrDAO-სთან, რათა შექმნან UkraineDAO, რომელიც უკრაინის დახმარებისთვის იქნება წარმოებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი