ესპანეთში დაფუძნებული მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი სისტემაში Blockchain-ს დანერგავს

0
1298

ესპანეთის ხუთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის Banco Santander-ი Blockchain ტექნოლოგიის “ჭკვიანური კონტრაქტების” გამოყენებას აპირებს.

“ჭკვიანი კონტრაქტები” გადახდის სისტემაში დაინერგება.

ბოლოს დროს მედიით ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანურმა ბანკმა, Banco Santander-მა Blockchain-ის კვლევით ჯგუფი შექმნა, რათა ტექნოლოგიის პოტენციალი ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის პროცესში შეეფასებინა.

Banco Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო გლობალური მომსახურების ხელმძღვანელმა ხოსე ლეინერესმა პრეს-რელიზში აღნიშნა, რომ ფინანსური ინდუსტრიაში მომხდარი გაციფრულების ტალღა უნდა დაჩქარდეს.

“ჩვენი კლიენტები ელოდებიან ამ შედეგებს უკეთესი გადაწყვეტისთვის, განსაკუთრებით კი ხარჯებისა და ახალი პროდუქციისა და მომსახურების კატეგორიაში, რაც საშუალებას მისცემს მათ ბაზრები უფრო ეფექტური გახადონ, ვიდრე ოდესმე ყოფილა,-განაცხადა Banco Santander-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორის ზოგიერი წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს ინდუსტრიაში Blockchain-ის დანერგვის შესახებ, Banco Santander-ი თავისი იდეების ერთგული რჩება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი