რეკომენდირებული

რეკომენდირებული

უკრაინა იმედოვნებს, რომ ქვეყნის ახალი ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კრიპტო ბირჟებს მოიზიდავს.უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებს მარეგულირებელ სისტემას უქვემდებარებს.კანონმდებლობა არსებულ სტანდარტებს ემყარება, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდებ ბრძოლის ფინანსური სამუშაო ჯგუფის მიერ არის შემუშავებული.უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაევალება ზედამხედველობა განახორციელოს ციფრული ვალუტის...
ავსტრალიის, სინგაპურის, მალაიზიის და სამხრეთ აფრიკის ცენტრალურმა ბანკებმა ერთობლივი ინიციატივის შესახებ განაცხადეს. ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო ანგარიშსწორების შესამოწმებლად ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების გამოყენებას.ინიციატივა, სახელწოდებით Project Dunbar-ი, საერთო პლატფორმების პროტოტიპია, რამაც ბანკებს შორის პირდაპირ გადარიცხვა შესაძლებელი უნდა გახადოს.საპილოტე პროგრამის დასკვნები გამოყენებული იქნება გლობალური და რეგიონული პლატფორმების განვითარებისთვის.პროექტს...
კრიპტოვალუტის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 31,000 რესპონდენტმა მიიღო.ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ ევროპელთა უმრავლესობას ურჩევნია ადგილობრივმა მთავრობამ ციფრული ვალუტის მარეგულირებელი სისტემა შექმნას.Redfield & Wilton Strategies–მა ჩაატარა გამოკითხვა Euronews–ისთვის, რომელშიც გამოიკითხა 31,000 რესპონდენტი ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან,...
იაპონიაში ახალი რეგულაციების მიღება ინვესტორების უკეთ დაცვას შეუწყობს ხელს.იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ დისკუსიები კრიპტოვალუტის მკაცრი რეგულაციების დაწესების მიზნით დაიწყო.ჯერ კიდევ ივლისში, მარეგულირებელმა შექმნა სპეციალური განყოფილება, ასევე ფინანსური ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მთავრობას ციფრული და დეცენტრალიზებული ფინანსების ზედამხედველობაში.სააგენტო ასევე იქნება პასუხისმგებელი კრიპტოვალუტისა და ცენტრალური ბანკის ციფრული...
ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მხარს უჭერს კრიპტოვალუტის რეგულაციას.ონლაინ ღონისძიებაზე ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, რობერტო კამპოს ნეთომ თავისი შეხედულებები გამჭვირვალე გადახდების ქსელებზე, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტსა და კრიპტო რეგულირებაზე გაამჟღავნა.ამასთანავე, რობერტო კამპოს ნეთო არის კრიპტოვალუტის მტკიცე მხარდამჭერი 2019 წლიდან. უფრო კონკრეტულად კი იმ პერიოდიდან, როდესაც მან აღნიშნული თანამდებობა...
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ორმა წევრმა მოითხოვა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიისა და საქონლის ფიუჩერსული სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელებმა, ითანამშრომლონ კრიპტო სივრცის მონაწილეებთან გამჭვირვალობისა და მარეგულირებელი სიცხადის წარმოსაჩენად.სოციალურ ქსელში გლენ ტომპსონმა დაწერა, რომ მან წარუდგინა პატრიკ მაკჰენრის თავისი წინადადება, რომელშიც აღნიშნულ სააგენტოებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნისაკენ მოუწოდებდა.ტომპსონმა და მაკჰენრიმ...
არგენტინის პრეზიდენტი სტაბილკოინის მიღებას მხარს უჭერს, მაგრამ ცენტრალური ბანკი აღნიშნულ წინადადებაზე უარს ამბობს.არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ციფრული ვალუტის მხარდასაჭერად განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა ქვეყანამ კრიპტოვალუტა არ მიიღოს.ადგილობრივ მედიასაშუალებასთან, Caja Negra–სთან ინტერვიუს დროს, ფერნანდესმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა ის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის...
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ოფიციალური უფლებამოსილების გაცემას ადგილობრივი საბანკო ინსტიტუტებისთვის გეგმავს, რათა ბანკებმა ანგარიშები კრიპტოვალუტის ოპერაციებისთვის გახსნან."ყაზახეთის რამდენიმე ბანკი მალე ოფიციალურად მიიღებს მომსახურებას კომპანიებისთვის და ბიზნესისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტის სექტორში მოღვაწეობენ",- ამის შესახებ ინფორმაციას კვირის ადგილობრივი ამბების არხი Khabar 24 ავრცელებს.მოხსენებაში გაკეთებულია ყაზახეთის მონაცემთა ცენტრის მრეწველობისა და...
Gallup Poll-ის კვლევის თანახმად, 2018 წლის შემდეგ ბიტკოინის მფლობელი ინვესტორების რიცხვი გასამმაგდა.ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიტკოინმა მოიზიდა ახალგაზრდა ამერიკელი ინვესტორების სამჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე 2018 წელს, რაც ინფორმირებულობის, ინტერესის და საკუთრების მოთხოვნის ხარჯზე მოახერხა.გლობალური ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანიის Gallup-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ...
ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნესის მიმართ კვლავ მზარდია.Fidelity Digital Assets-მა, გლობალური აქტივების მენეჯმენტის Fidelity Investments Inc კრიპტო ფილიალმა, კოალიცია "გრინვიჩს" დაავალა 1,100 ინსტიტუციური ინვესტორის გამოკითხვა, რათა გაეგო მათი მოლოდინები ციფრული ვალუტების ინვესტიციებთან დაკავშირებით.გამოკითხული ინვესტორების უმრავლესობა მომავალში კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებას აპირებს.კვლევა ჩატარდა...