აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ორი წევრი კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს

0
1103

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ორმა წევრმა მოითხოვა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიისა და საქონლის ფიუჩერსული სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელებმა, ითანამშრომლონ კრიპტო სივრცის მონაწილეებთან გამჭვირვალობისა და მარეგულირებელი სიცხადის წარმოსაჩენად.

სოციალურ ქსელში გლენ ტომპსონმა დაწერა, რომ მან წარუდგინა პატრიკ მაკჰენრის თავისი წინადადება, რომელშიც აღნიშნულ სააგენტოებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნისაკენ მოუწოდებდა.

ტომპსონმა და მაკჰენრიმ მოსთხოვეს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის თავმჯდომარეს, გარი გენსლერს და სავაჭრო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს, როსტინ ბეჰნამს ხელი შეუწყონ აქტიურ დიალოგს ფედერალურ მარეგულირებლებისა და კრიპტო ბაზრის მონაწილეებს შორის.

”ციფრული ვალუტების სამუშაო ჯგუფი საშუალებას მისცემს ორივე კომისიას გამოიკვლიონ, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი ამჟამინდელი იურისდიქცია.

ასეთ სამუშაო ჯგუფს შეუძლია ხელი შეუწყოს ციფრული ვალუტების ეკოსისტემაში ინოვატორებთან გამჭვირვალე ჩართულობას.

გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესი განიხილავს დამატებითი კანონმდებლობების მიღებას მარეგულირებელი სისტემის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამ სამუშაოს შეუძლია მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, როდესაც ჩვენ მივიღებთ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს”,- აღნიშნულია გლენ ტომპსონისა და პატრიკ მაკჰენრის წერილში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი