ცენტრალური ბანკები სტაბილკოინის საპილოტე პროექტში მონაწილეობას გეგმავენ

0
1118

ავსტრალიის, სინგაპურის, მალაიზიის და სამხრეთ აფრიკის ცენტრალურმა ბანკებმა ერთობლივი ინიციატივის შესახებ განაცხადეს. ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო ანგარიშსწორების შესამოწმებლად ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების გამოყენებას.

ინიციატივა, სახელწოდებით Project Dunbar-ი, საერთო პლატფორმების პროტოტიპია, რამაც ბანკებს შორის პირდაპირ გადარიცხვა შესაძლებელი უნდა გახადოს.

საპილოტე პროგრამის დასკვნები გამოყენებული იქნება გლობალური და რეგიონული პლატფორმების განვითარებისთვის.

პროექტს მრავალი მონაწილე ჰყავს, რათა შემუშავდეს განსხვავებული განაწილებული ტექნოლოგიური პლატფორმები (DLT) და შესწავლილ იქნას სხვადასხვა დიზაინი, რაც ცენტრალურ ბანკებს სტაბილკოინის ინფრასტრუქტურის გაზიარების საშუალებას მისცემს.

”სხვადასხვა სახის სტაბილკოინის პლატფორმები საშუალებას მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს უშუალოდ განახორციელონ გარიგებები ერთმანეთთან, პროექტში მონაწილე ცენტრალური ბანკების მიერ გაცემულ ციფრულ ვალუტაში, აღმოფხვრიან შუამავლების საჭიროებას და შეამცირებენ გარიგების დროსა და ღირებულებას”,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ავსტრალიის სარეზერვო ბანკის მმართველის თანაშემწემ, მიშელ ბალოკმა განაცხადა, რომ გადარიცხვების სისტემის გაძლიერება საერთაშორისო მარეგულირებელი საზოგადოებისათვის პრიორიტეტი ნამდვილად გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი