იაპონიამ შესაძლოა, მარეგულირებელი სისტემა გაამკაცროს

0
1113

იაპონიაში ახალი რეგულაციების მიღება ინვესტორების უკეთ დაცვას შეუწყობს ხელს.

იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ დისკუსიები კრიპტოვალუტის მკაცრი რეგულაციების დაწესების მიზნით დაიწყო.

ჯერ კიდევ ივლისში, მარეგულირებელმა შექმნა სპეციალური განყოფილება, ასევე ფინანსური ექსპერტების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მთავრობას ციფრული და დეცენტრალიზებული ფინანსების ზედამხედველობაში.

სააგენტო ასევე იქნება პასუხისმგებელი კრიპტოვალუტისა და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ინიციატივების განვითარებასა და თვალყურის დევნებაზე.

ფინანსური მარეგულირებელი აპირებს შეცვალოს და დააწესოს ახალი კრიპტო რეგულაციები 2022 წლის შუა პერიოდისათვის. ახალი რეგულაციებით მარეგულირებელი ორგანო იმედოვნებს, რომ მოიტანს სტაბილურობას კრიპტო ბაზარზე. ამასთანავე, რეგულაციამ ეკოსისტემის განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მარეგულირებელმა რეგულაციის სისტემა მას შემდეგ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც კრიპტოვალუტის ბირჟა Bitpoint-ზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა.

მოგვიანებით, როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერებმა ბირჟიდან 32 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი