აშშ რუსეთის ტროლების ოპერატორებს კრიპტო ანგარიშების თაღლითობაში ადანაშაულებს.სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ჰაკერებს ბრალი ედებათ თაღლითობაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ აშშ-ს მოქალაქეების ვინაობა კრიპტო ანგარიშების გასახსნელად უკანონოდ მოიპოვეს.შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა რუსეთის მოქალაქეს არტემ ლიფშიტს ინტერნეტ – კვლევითი სააგენტოს შვილობილი კომპანიის მართვისთვის, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში...
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქმა, აბუ-დაბიმ, Binance-ს ნებართვა დართო.აბუ-დაბიმ კრიპტოვალუტის ბირჟას ფინანსური სერვისების განხორციელების უფლება მიანიჭა.აბუ-დაბის გლობალურმა ბაზარმა (ADGM) და ფინანსური სერვისების მარეგულირებელმა ორგანომ მიანიჭეს კრიპტოვალუტის ბირჟის Binance კლირენსი, რათა შესთავაზოს თავისი სერვისები რეგიონში.არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის ფინანსური ცენტრის ოფიციალურმა განცხადებამ დაადასტურა, რომ Binance-ს ექნება უფლება შესთავაზოს კრიპტოვალუტის...
უკანონოდ მიღებული კრიპტოვალუტა კვლავ მოძრაობაშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერების მიერ მოპარული 46 მილიონი ახლახანს გადავიდა მათ პირად საფულეებში.საუბარია Wormhole-ის შეტევაზე, რომელიც სიდიდით მესამე კრიპტო ჰაკერული შეტევა იყო 2022 წელს. იმ პერიოდში მოპარული თანხების ოდენობა დაახლოებით 321 მილიონი დოლარი იყო.Blockchain უსაფრთხოების კომპანია PeckShield-ის თანახმად, ჰაკერებთან დაკავშირებული საფულე კიდევ...
ცენტრალური აფრიკაის ტერიტორიაზე მდებარე ბურუნდის რესპუბლიკამ ქვეყანაში კრიპტოვალუტით სავაჭრო საქმიანობის განხორციელება აკრძალა.აკრძალვის მიზეზად კი რისკები დასახელდა.Bloomberg–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურუნდის მოქალაქეებმა, რომლებაც კრიპტო სავაჭრო საქმიანობის შემდეგ დიდი რაოდენობით ფული დაკარგეს მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.ამის შემდეგ კი მთავრობამ ციფრული ვალუტით ვაჭრობა აკრძალა. აკრძალვის არგუმენდტად კი დასახელდა ის რისკები, რომელთაგან...
მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის მთავრობა რუსეთისგან ავტონაწილების შეძენას ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროთი აპირებს.კარაკასში სამთავრობო შეხვედრაზე ორივე ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს პეტროთი ორმხრივი ტრანზაქციების გამოყენება. დღის წესრიგში ასევე დგას რუსეთის მხრიდან კრიპტოინვესტიციების საკითხიც.ვენესუელამ რუსული სატვირთო ავტომობილის "კამაზის" შესაძენად გეგმები გაამჟღავნა. ოფიციალური კარაკასი ავტოტრანსპორტის შესაძენად პეტროს გამოყენებას აპირებს. ამის შესახებ...
კრიპტოვალუტის ვაჭრობიდან მიღებული მოგების გადასახადების შემცირების შემდეგ, საფრანგეთის მარეგულირებელი ახალ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობს, რომელიც პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციას შეეხება."საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში პირველადი მონეტარული შეთავაზებისთვის კანონპროექტის განხილვა მალე დაიწყება",-განაცხდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაიეღმა.როგორც მან Twiitter-ზე დაწერა, 26-ე მუხლი მიღებული იქნა საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ...
იაპონიის ელექტრონული გიგანტი Rakuten-ი საკუთარი კრიპტოვალუტის ბირჟას დაარსებს.Rakuten-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბირჟა 15 აპრილს გაიხსენება.Rakuten-ის ცნობით, სავაჭრო პლატფორმა საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ციფრული აქტივები შეიძინონ სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებით. ანგარიშის გახსნა კი უფასოა იქნება.ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 25 მარტს კომპანიამ იაპონიის საფინანსო ბაზრის მარეგულირებელისგან, ფინანსური მომსახურების სააგენტოსგან ლიცენზიაზე თანხმობა...
ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო მარეგულირებელი, ვალუტის კონტროლის ოფისი, ბრაიან ბრუკსის წასვლის შემდეგ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული წესების შემუშავებას განიხილავს.მომზადებულ შენიშვნებში, ახალმა ხელმძღვანელმა, მაიკლ ჰსუმ თანამშრომლებს სთხოვა, გადახედონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ეროვნულ ბანკებსა და ნდობით აღჭურვილ კომპანიაში ჩარიცხვის სისტემის განახლება, კრიპტოვალუტების სერვისების ინტერპრეტაცია, როგორც საბანკო ბიზნესის ნაწილი."მარეგულირებელმა...
მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინდოეთი კრიპტოვალუტის ბირჟებზე დაწესებულ გადასახადს 18%-დან 1%-მდე შეამცირებს.ინდური კომპანია CNBC TV18-ის განცხადების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა გეგმავს კრიპტოვალუტის ბირჟების ხელახალ კლასიფიკაციას, რაც შეამცირებს საქონლისა და სერვისების გადასახადებს, რომლებიც მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ.ამჟამად, ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგისტრირებულ ბირჟებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე 18%-იან გადასახადს აწესებს.თუმცა, ბირჟის იურიდიული ადგილმდებარეობიდან...
Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი მიიჩნევს, რომ Blockchain-ი არის ე.წ. ბუშტი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლბელია, ამ ტექნოლოგიას მომავალი ჰქონდეს.ნიუ-იორკში NEX-ის ტექნოლოგიების შესახებ გამართული კონფერენციის დროს, ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ Blockchain-ი დეცენტრალიზებული და სრულიად სანდოა და, ამასთანავე, დაამატა, რომ შეიძლება მხოლოდ გარკვეული დრო დასჭირდეს, რათა ტექნოლოგიამ თავისი პოტენციალი სრულყოფილად გამოამჟღავნოს:"თუ...