ინდოეთი კრიპტოვალუტის ბირჟებზე დაწესებულ გადასახადს ამცირებს

0
868

მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინდოეთი კრიპტოვალუტის ბირჟებზე დაწესებულ გადასახადს 18%-დან 1%-მდე შეამცირებს.

ინდური კომპანია CNBC TV18-ის განცხადების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა გეგმავს კრიპტოვალუტის ბირჟების ხელახალ კლასიფიკაციას, რაც შეამცირებს საქონლისა და სერვისების გადასახადებს, რომლებიც მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ.

ამჟამად, ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგისტრირებულ ბირჟებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე 18%-იან გადასახადს აწესებს.

თუმცა, ბირჟის იურიდიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ახალმა წინადადებამ შესაძლოა, უფრო მეტი საგადასახადო ვალდებულება გამოიწვიოს. ჯერ კიდევ ივლისში, Business Insider India-მ განაცხადა, რომ მთავრობამ შეიძლება სთხოვოს უცხოურ კრიპტოვალუტის ბირჟებს, რომ მომხმარებლებს მათი ქვეყნიდან დააკისრონ იგივე, 18%-იანი გადასახადი.

უცხოური წარმოშობის კრიპტოვალუტის ბირჟები, როგორც წესი, გათავისუფლებულნი არიან გადასახადისგან, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა ბირჟის მომხმარებლებს შორის საგადასახადო პრობლემებს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტს 2022 წლის თებერვალში განიხილავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი