ჩინეთის წილი ბიტკოინის ტრანზაქციებში 80%-ით შემცირდა

0
815

ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა, რომ ჩინეთის წილი გლობალურ ბიტკოინის ტრანზაქციებში 90%-დან 10%-მდე დაეცა.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის ბიურომ მასშტაბური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც კრიპტოვალუტის გავლენას ფინანსურ ბაზრებზე განიხილავს. ოფიციალური შეტყობინება ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში ყველა peer-to-peer ვაჭრობა აღმოიფხვრა, რამაც საბოლოოდ შეაჩერა აჟიოტაჟი ციფრული ვალუტის ტრანზაქციების გარშემო.

„ბიტკოინის ტრანზაქციების გლობალური წილი ჩინეთში სწრაფად დაეცა 90%-დან 10%-მდე. ეს დიდი დარტყმაა უკანონო ფინანსური საქმიანობების მიმართ, როგორიცაა ფინანსების უწესრიგო მართვა და უკანონო სახსრების გამოყენების აღკვეთა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ჩინეთი იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელიც თავიდანვე ამჟღავნებდა ნეგატიურ დამოკიდებულებას კრიპტოვალუტის მიმართ.

ქვეყანაში პირველი აკრძალვა 2013 წელს დაწესდა, როდესაც ბანკებს ბიტკოინით ტრანზაქციების განხორციელება ეკრძალათ.

ამას მოჰყვა ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟების აკრძალვა 2017 წელს, რის გამოც ისინი აიძულეს მთლიანად დაეხურათ ოპერაციები.

მოგვიანებით ჩინეთმა პოლიტიკა გაამკაცრა და 2021 წელს ციფრული ვალუტის მაინინგი საერთოდ აკრძალა. ამავე წლის ბოლოს ყველა კრიპტო ტრანზაქცია უკანონო საქმიანობების სიაში დაამატეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი