კვლევა: აშშ-ში კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვი გაზრდილია

0
1327

უინკლევოსების კრიპტობირჟის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2021 წელს აშშ–ში კრიპტო ინვესტორების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.

კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ზრდასრულთა თითქმის 2/3-ს კრიპტოვალუტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიიღება სურს. მონაცემები შეგროვდა 18–65 წლის ასაკის 3000 აშშ-ს მოქალაქისგან.

გამოკითხულთა 63%-მა თავი ციფრული ვალუტით დაინტერესებულ პირად მიიჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამჟამად შესაძლოა, არ ფლობენ კრიპტოვალუტას, მაგრამ სურთ მეტი გაიგონ ან გეგმავენ ციფრული ვალუტის ყიდვას.

წელს კრიპტო ინვესტორების რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება. გამოკითხულთა დაახლოებით 13% აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის შეძენას 2021 წელს აპირებს.

კვლევამ ასევე განსაზღვრა ქალი კრიპტო ინვესტორების პოტენციური ზრდა. ქალი ინვესტორები ამჟამინდელი კრიპტო მფლობელების მხოლოდ 26%-ს შეადგენს.

”ეს ახალი კვლევა წარმოადგენს კრიპტო ინვესტორთა ბაზრის მნიშვნელოვან და მისასალმებელ დივერსიფიკაციას. მონაწილეთა ფართო სპექტრი ქმნის ბაზრის გრძელვადიან დადებით ევოლუციას, ”- აღნიშნა Gemini-ს ოპერაციის ოფიცერმა, ნოა პერლმანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი