ჰაკერებმა 46 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს

0
885

უკანონოდ მიღებული კრიპტოვალუტა კვლავ მოძრაობაშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერების მიერ მოპარული 46 მილიონი ახლახანს გადავიდა მათ პირად საფულეებში.

საუბარია Wormhole-ის შეტევაზე, რომელიც სიდიდით მესამე კრიპტო ჰაკერული შეტევა იყო 2022 წელს. იმ პერიოდში მოპარული თანხების ოდენობა დაახლოებით 321 მილიონი დოლარი იყო.

Blockchain უსაფრთხოების კომპანია PeckShield-ის თანახმად, ჰაკერებთან დაკავშირებული საფულე კიდევ ერთხელ გააქტიურდა, რა დროსაც დაფიქსირდა 46 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტების გადატანა.

გადარიცხვები შედგებოდა დაახლოებით 24,400 Lido Finance-ით შეფუთული Ethereum staking ტოკენისგან (wstETH), რომლის ღირებულებაც დაახლოებით 41,4 მილიონი დოლარია და 3,000 Rocket Pool Ethereum staking ტოკენისგან (rETH), რომლის ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

გადარიცხვა MakerDAO-ში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ჰაკარებმა აღნიშნული ჟაჭვიდან კიდევ 155 მილიონის ტრანზაქცია განახორციელეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი