იაპონური ელექტრონული კომპანია კრიპტოვალუტის ბირჟას აფუძნებს

0
1693

იაპონიის ელექტრონული გიგანტი Rakuten-ი საკუთარი კრიპტოვალუტის ბირჟას დაარსებს.

Rakuten-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბირჟა 15 აპრილს გაიხსენება.

Rakuten-ის ცნობით, სავაჭრო პლატფორმა საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ციფრული აქტივები შეიძინონ სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებით. ანგარიშის გახსნა კი უფასოა იქნება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 25 მარტს კომპანიამ იაპონიის საფინანსო ბაზრის მარეგულირებელისგან, ფინანსური მომსახურების სააგენტოსგან ლიცენზიაზე თანხმობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ ადგილობრივ კრიპტო-ინდუსტრიას თვითმარეგულირებლის სტატუსი უკვე მიანიჭა. სააგენტო იმედოვნებდა, რომ თვითრეგულირების ორგანო შექმნიდა წესებს, რათა დაიცვა მომხმარებელთა აქტივები.

“ეს ძალიან სწრაფად მოძრავი ინდუსტრიაა. ექსპერტებისთვის უკეთესია, რომ წესები დროულად იქნეს მიღებული, ვიდრე ბიუროკრატები გააკეთებენ ამას”,- განაცხადა იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა.

ასეთი სახის თვითრეგულირების ორგანომ მუშაობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ იაპონიაში კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის საგადასახადო პროცედურები უკვე გამარტივებულია. “გარემო უნდა იყოს მორგებული მომხმარებელზე ისე, რომ საგადასახადო პროცედურები იყოს მარტივი”, – აღნიშნა საგადასახადო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი