ლიეტუვას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს. პროექტის სავარაუდო თარიღი 2020 წელია.ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მონეტა მიეძღვნება ლიეტუვას დამოუკიდებლობის აქტს, 1918 წლის 16 თებერვლის მოვლენას. აქტის წლის პატივსაცემად, მონეტას 19,18 ევროს ღირებულება ექნება.ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის, მარიუს ურგილასის აზრით, ეს პროექტი ერთგვარი წახალისება...
ნიუ-ჯერსის შტატის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტოვალუტის თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილები 722 მილიონი დოლარის ქურდობისთვის არიან წინასწარ პატიმრობაში. ისინი თანხის უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.ოფიციალური განცხადების თანახმად, დამნაშავეები ამერიკის მოქალაქეები არიან. მათ ბრალად ედებათ ფინანსური თაღლითობა, რაც მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ...
შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ბოლო დროს ხშირად დაფიქსირდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა.უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.ყოველწლიურად ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო რისკების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. 10 დეკემბერს მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვეიცარიაში Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის...
დანიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის მომხმარებლები ქვეყნის მარეგულირებლისგან წერილებს იღებენ. წერილებში ნათქვამია, რომ მარეგულირებელი მომხმარებლებისგან ყველა გარიგების შესახებ სრულ ინფორმაცის ითხოვს.მარეგულირებელი კრიპტო მომხმარებლებს სთხოვს, რომ მოწოდებული ინფორმაცია 2016-დან 2018 წლამდე მონაცემებს შეიცავდეს.გარდა ამისა, საგადასახადო სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც ციფრული ვალუტის შეძენის მიზანს ეხება.უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი, დანიის საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია...
უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების შესახებ კანონის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა.რადამ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, გამოაქვეყნა კანონის საბოლოო ვერსია, რომელშიც ციფრული ვალუტა, როგორც პოტენციური საფრთხისშემცველი აქტივი ისე არის განხილული. საქმე ეხება ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას.ახალი კანონი ასევე ეხება რამდენიმე მითითებას, თუ როგორ აპირებს მთავრობა კრიპტოვალუტების ვაჭრობის მონიტორინგს და რეგულირებას.ერთ-ერთი მითითება...
პირველ დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ CoinMarketCap-ის სიის ტომ 10 კრიპტოვალუტიდან კურსის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Bitcoin SV-მ აჩვენა. ალტკოინის ფასი დაახლოებით 4.04%-ით შემცირდა.ბიტკოინის ფასი 7.250-დან 7.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის...
Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.ჯეკ დორსი 2020 წელს აფრიკაში დაბრუნდება. ამჟამად, ის ნიგერიასა და განაში მოგზაურობს.თავის განცხადებაში ჯეკ დორსი ხაზს უსვამს აფრიკის პოტენციალს ბიტკოინთან მიმართებაში.”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, - აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე ცნობილი...
რუსეთი, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის გამოყენებას აკრძალავს. როგორც ცნობილია, ამჟამად, მიმდინარეობს მზადება კრიპტოვალუტების გამოყენების აკრძალვისა, რომელიც გულისხმობს სასაქონლო ვაჭრობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას.რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის ინდუსტრია მხარდაჭერილი აღარ იქნება არც ცენტრალური ბანკისგან და არც ფინანასთა სამინისტროს მხრიდან.დღესდღეობით რუსეთში კრიპტოვალუტის გამოყენება შეიძლება ელექტრონული კომერციისთვის. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს...
ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა 36 წლის ვირჯილ გრიფიტი დააპატიმრეს.როგორ ცნობილია დაკავების მიზეზი ვირჯილ გრიფიტის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი გამგზავრება იყო. სამართალადამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვირჯილ გრიფიტი ფხენიანში პრეზენტაციის წარდგენას აპირებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია სანქციების თავიდან ასაცილებლად...
ახალი კანონპროექტის თანახმად, გერმანიაში შესაძლოა, კრიპტოვალუტამ ბანკების მხარდაჭერა მიიღოს. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში 2020 წელს იგეგმება.გერმანული საინფორმაციო სააგენტოს, Handelsblatt–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტმა უნდა მიიღოს გერმანიის 16 ოლქისგან დადებითი პასუხი, რის შემდეგაც მოხდება ბუნდესტაგში წარდგენა.ანალიტიკოსების თქმით, თუკი ეს კანონი ძალაში შევა გერმანია ციფრული ვალუტასთან დამეგობრებული...