თურქეთი ციფრული ვალუტით გადახდას აკრძალავს

0
1142

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, ქვეყანაში ციფრული ვალუტით გადახდა იკრძალება. აკრძალვა ასევე შეეხება კრიპტოვალუტით განხორციელებულ სხვა ოპერაციებს, როგორიცაა ციფრული ვალუტის ლირაში, ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში გადაცვლა.

აღნიშნული აკრძალვა ძალაში შევა 30 აპრილიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში ეკონომიკური სტაბილურობა შეირყა. ლირის გაუფასურებამ კრიპტოვალუტისადმი ინტერესის გაზრდა გამოიწვია.

ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აკრძალულია კრიპტოვალუტების, ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გამოყენება საგადახდო მომსახურებებში და ელექტრონული ფულის გაცემა.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობა კვალავაც შეძლებს, სხვა ბანკების საშუალებით აწარმოონ კრიპტო ვაჭრობა, შეისყიდონ აქციები საერთაშორისო ბაზარზე ამ ვალუტაში, მაგრამ ისინი ვეღარ მოახერხებენ გატანის სერვისებით სარგებლობას.

გადახდის პროვაიდერები და ციფრული საფულე ფართოდ გამოიყენება თურქეთში თანხების გადასატანად კრიპტო ბირჟებზე და პირიქით.

ძირითადი გლობალური ბირჟა Binance-ი პარტნიორობდა ადგილობრივ გადახდის პროვაიდერ Papara-სთან, როდესაც ის პირველად შევიდა თურქეთის ბაზარზე.

გადახდის აკრძალვა ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ორი კვირის ვადა აქვთ იმისათვის, რომ გაანაღდონ თავიანთი დანაზოგები ლირაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი