გერმანიამ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით შესაძლოა, ახალი კანონი მიიღოს

0
1746

ახალი კანონპროექტის თანახმად, გერმანიაში შესაძლოა, კრიპტოვალუტამ ბანკების მხარდაჭერა მიიღოს. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში 2020 წელს იგეგმება.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს, Handelsblatt–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტმა უნდა მიიღოს გერმანიის 16 ოლქისგან დადებითი პასუხი, რის შემდეგაც მოხდება ბუნდესტაგში წარდგენა.

ანალიტიკოსების თქმით, თუკი ეს კანონი ძალაში შევა გერმანია ციფრული ვალუტასთან დამეგობრებული ქვეყნების რიცხვში შევა.

დღეისათვის, გერმანიის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს კლიენტებთან ურთიერთობის დროს კრიპტოვალუტის გამოყენება ეკრძალებათ.

ცოტა ხნის წინ ციფრული ვალუტის ინდუსტრიასთან დაკავშირებით გერმანიის ფინანსთა მინისტრის კომენტარი გავრცელდა. მინისტრი კვლავ სკეპტიკურად უყურებს კრიპტოვალუტის საკითხს.

ოლაფ შოლცი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა ფულის გათეთრების უკანონო საქმიანობაში მარტივი გამოსაყენებელია. თუმცა ფულის გათეთრების გარდა, არსებობს ტერორიზმის დაფინანსების საფრთხეც.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ბოლო დროს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც უკანონო საქმიანობის დაფინანსებაში კრიპტო აქტივების გამოყენება საკმაოდ დაბალია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი