18 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1529

ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილური იყო. დღის განმავლობაში ფასების განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნებოდა.

გუშინ, ბიტკოინის კურსი 6.545 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის ბოლოს, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 4%-ით იყო გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ზრდას ის დაახლოებით 2.6%-ს შეადგენდა.

CoinMarketCap- ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი. ალტკოინის კურსი დღის ბოლოს 205 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ეთერიუმის კურსი იმდენად დაბალი იყო, რომ ფასი 189 დოლარამდეც კი დაეცა.

მიუხედავად ამისა, კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის პროცენტული ზრდა 2.1-ს შეადგენდა. რაც შეეხება თვის განმავლობაში ალტკოინის ფასის შემცირებას ის 3.1%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 207 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი