კრიპტო სიახლეები

კრიპტო სიახლეები

G-20 სამიტზე მონაწილე ქვეყნები ციფრული ვალუტის რეგულაციას განიხილავდნენ. თუმცა იაპონიის წარმომადგენლობას მხოლოდ დასავლური მედიის ყურადღება არ მიუპყრია. იაპონიის ცენტრალური ბანკი მსჯელობს ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ.უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია Blockchain ტექნოლოგიით აქტიურად არის დაინტერესებული. თუმცა, როდესაც საქმე კრიპტოვალუტას ეხება ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.უნდა აღინიშნოს, რომ სხვა...
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ყველაზე დიდ ბირჟას, Bithumb-ს პოლიციის მხრიდან არაერთი ჩხრეკა ემუქრება.სეულის პოლიციის სააგენტომ 7 სექტემბერს დამატებითი ჩხრეკა ციფრული ვალუტის ბირჟის მთავარ ოფისში ჩაატარა.პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკანასკნელი გამოძიება მიზნად ისახავს დამატებითი სამხილების მოპოვებას.ადგილობრივი გამოცემის Seoul Shinmun-ის ინფორმაციის თანახმად, სეულის პოლიციის...
Twitter-ისა და Square– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ის არ გეგმავს Twitcoin-ის შექმნას. თუმცა ჯეკ დორსიმ გაამჟღავნა, რომ ის ბიტკოინის პოპულარიზაციაზეა ფოკუსირებული.ავსტრალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეკ დორსი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი კვლავაც რჩება ყველაზე სასურველ ვალუტად, რომელსაც აქვს შანსი, რომ ინტერნეტის ვალუტა გახდეს.”ვფიქრობ, რომ...
არგენტინის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა, სერხიო პალაზომ ციფრული ვალუტების შესახებ განცხადება გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ მან თავის სიტყვაში კრიპტოვალუტის ინდუსტრია გააკრიტიკა.საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინდუსტრიაში ახალი მოთამაშეების გაჩენა, რომელთაც არანაირი მარეგულირებელი სტრუქტურა არ არეგულირებს ერთგვარი უსამართლობის შეგრძნებას აჩენს ბაზრის ტრადიციული მონაწილეების მიმართ.”რეგულაციების არარსებობა გულისხმობს ფულის გათეთრებაზე კონტროლის არარსებობას...
Bloomberg–ის უახლესი პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია. თუმცა როგორც პოსტშია აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 28.000 დოლარის დონემდეც კი მოიმატოს.მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19-მა ბიტკოინის, როგორც ციფრული აქტივის სიძლიერე აჩვენა. გარდა ამისა, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საუბარია ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან...
ბიტკოინის მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა ჰეჯ-ფონდმა გამოხატა.თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 2020 ბიტკოინის მიღების წელია. კრიპტო სექტორის წევრობაზე სურვილი გამოთქვა One River Digital Asset Management-მა. ეს არის ჰეჯ-ფონდი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ პიტერსია.მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის კომპანია ელოდება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ეთერიუმის შესყიდვას. ბიტკოინში კი კომპანიამ 600 მილიონი დოლარი...
მრავალი შეფერხების შემდეგ რუსეთში კორონავირუსის გამო ციფრული ვალუტის შესახებ მოსმენა ისევ გადაიდო.რუსეთის სახელმწიფო დუმის ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარე, ანატოლი აქსაკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის კანონპროექტს „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ"- საბოლოო სახე მიღებული აქვს, მაგრამ კანონი 2020 წლის გაზაფხულის ბოლომდე არ მიიღება.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით 2018...
აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის კორპორაციის ფინანსების განყოფილების დირექტორმა, ბილ ჰინმანმა ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა კრიპტოვალუტის რეგულირების მიღწვებზე საუბარს დაუთმო.ფასიანი ქაღალდების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნებში ბილ ჰინმანმა აღნიშნა, რომ კომისიის ჩანაწერი ღიაა ისეთი ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტა და Blockchain-ი.”ფასიანი ქაღალდების ფედერალური კანონების გამოყენება ახალ და განვითარებად ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ციფრული აქტივები, სრულიად...
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ICO-ს საშუალებით 25 მილიონი აშშ დოლარის მოპარვისთვის კრიპტოვალუტის კომპანიის დამფუძნებელს 87 თვე მიუსაჯა.რობერტ ფერკას ასევე 250 000 დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა.Centra Tech-ის დამფუძნებელს, რობერტ ფერკას ფიციალურად ბრალად ედება ფინანსური თაღლითური გარიგება.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Centra Tech–ი მომხმარებელს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. კომპანია მომხარებელს Centra Card-ის გამოყენებას იმ...
ციფრული რუბლი შეამცირებს მოგებას ბანკში, მაგრამ დაეხმარება ბიზნესებს."სავარაუდოდ, რუსეთის ციფრული რუბლი შეამცირებს ბიზნესის ხარჯებს, მაგრამ კომერციული ბანკებისთვის მოგებაც შეიძლება შემცირდეს",-აცხადებს ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ბანკის თავმჯდომარე.მცირე და საშუალო ბიზნესის არასამთავრობო ორგანიზაციის, ”ოპორა რუსეთის” ხუთშაბათის შეხვედრაზე, ნაბიულინამ თქვა, რომ ციფრული რუბლი შეიძლება კომერციული ბანკის მოგებას ანაზღაურებდეს საკომისიოებიდან. გარდა ამისა, მან აღნიშნა,...