იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნას განიხილავს

0
1271

G-20 სამიტზე მონაწილე ქვეყნები ციფრული ვალუტის რეგულაციას განიხილავდნენ. თუმცა იაპონიის წარმომადგენლობას მხოლოდ დასავლური მედიის ყურადღება არ მიუპყრია. იაპონიის ცენტრალური ბანკი მსჯელობს ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია Blockchain ტექნოლოგიით აქტიურად არის დაინტერესებული. თუმცა, როდესაც საქმე კრიპტოვალუტას ეხება ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, იაპონიასაც აქვს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული პრობლემები.

ცოტა ხნის წინ, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჰარუიკო კუროდამ განაცხადა, რომ იაპონიაში მთავრობის მიერ სანქცირებული და გამოშვებული ციფრული ვალუტის მოთხოვნა არ დგას დღის წესრიგში. მან იქვე დაამატა, რომ ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც რეგულაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და რისკები მოგვარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონია ციფრული იენის გამოშვებას გეგმავდა.

იაპონია ცდილობს სამომავლო პოლიტიკა ციფრულ ვალუტასთან და კრიპტო ბირჟებთან დაკავშირებით იყოს გამარტივებული. თუმცა ამასთანავე, პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად კეთდება განცხადება, რომ სექტორი უნდა იყოს უსაფრთხო, დარეგულირებული და გამჭვირვალე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი