22 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1666

სამშაბათს, 22 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.

მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი კვლავ 3.550 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. მცირე ზრდა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეინიშნებოდა, როცა კრიპტოვალუტის კურსი 3.600 დოლარზე დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინის მიმდინარე კურსი წინა კვირის მაჩვენებლებთან შედარებით მაინც დაბალია.

რაც შეეხება რიპლის: ალტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა. რიპლის ფასი კი კვლავ 0.31 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

წინა კვირას დაფიქსირდა რიპლის ფასის როგორც ზრდის ისე, შემცირების მაჩვენებლები. ამ დროს კურსი ხშირად 0.33 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 119.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 117 მილიარდ დოლარამდეც კი დაეცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი