მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bancoagrícola კომპანია Flexa–სთან იმუშავებს.Bancoagrícola, სალვადორის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, ციფრული გადახდების კომპანია Flexa–სთან პარტნიორობით აპირებს, რათა ქვეყანაში ბიტკოინის მიღების პოლიტიკა გააძლიეროს.Flexa–ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bancoagrícola–მ დადო გარიგება კრიპტო გადახდების ქსელთან, რათა შესაძლებელი გახდეს ბანკის კლიენტებისთვის ბიტკოინით გადარიცხვები, მათ შორის საცალო და კორპორატიული...
ინდოეთის კრიპტო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კრიპტო საგადასახადო კანონის მიღება მთავრობების მიერ კრიპტოვალუტის მიღებისთვის საფუძველს ქმნის.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელიც მუშაობს ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ინტერესი ვაჭრობის დაბეგვრაზე უკვე გამოხატა.WazirX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნიშალ შეთი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საგადასახადო სიცხადე ციფრული ვალუტის სექტორს დაეხმარება.”გასაკვირი არ...
სამხრეთ კორეის მარეგულირებლის ახალი მოთხოვნის შეუსრულებლობა, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის ათეულობით ოპერატორის დახურვას გამოიწვევს.სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის ბოლო ვადა 24 სექტემბერია. ამ დრომდე ციფრული ვალუტის ბირჟები ფინანსური მომსახურების კომისიასთან უნდა დარეგისტრირდნენ.ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალ მოთხოვნებს არ ეთანხმებიან. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ქვეყნის დაახლოებით 60 კრიპტო ოპერატორიდან 40 -მდე დაიხურება.კრიპტო სექტორის წინააღმდეგობის საფუძველი იყო...
მაიკლ აკერმანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკის მოქალაქეს ბრალად კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითური საქმიანობის წამოწყება ედება.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მრავალმილიონიანი კრიპტოვალუტის თაღლითობის უკან მყოფი მამაკაცი თაღლითურ ოპერაციას ახორციელებდა.ოჰაიოში მცხოვრებ მაიკლ აკერმენმა ასობით ინვესტორი მოტყუებით მოიზიდა. დაკავებული ყოველ ინვესტორს თანხის დაბანდების შემდეგ ყოველთვიურ 15%-იანი მოგების მიღებას ჰპირდებოდა.ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის...
უკრაინა იმედოვნებს, რომ ქვეყნის ახალი ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კრიპტო ბირჟებს მოიზიდავს.უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებს მარეგულირებელ სისტემას უქვემდებარებს.კანონმდებლობა არსებულ სტანდარტებს ემყარება, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდებ ბრძოლის ფინანსური სამუშაო ჯგუფის მიერ არის შემუშავებული.უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაევალება ზედამხედველობა განახორციელოს ციფრული ვალუტის...
რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგის რეგულირების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანატოლი აქსაკოვმა განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები კრიპტომოპოვებითი ინდუსტრიის მეწარმეობის ფორმად აღიარებას ადგილობრივი ბიზნეს კანონების შესაბამისად განიხილავენ.”ვინაიდან მაინინგი არის სამეწარმეო საქმიანობის ტიპი, აშკარად აუცილებელია ამის ჩანაწერი სახელმწიფო რეესტრში გაკეთდეს. მაინინგი უნდა დარეგულირდეს მეწარმეობის ტიპის შესაბამისი კოდექსით და...
გვატემალასა და ჰონდურასის ცენტრალური ბანკები ციფრულ ვალუტებს სწავლობენ.ფინანსური ინსტიტუტები იმ ღირებულებასა და სარგებელს იკვლევენ, რაც შეიძლება კრიპტოვალუტამ ქვეყნების ფინანსურ გარემოს მოუტანოს.გვატემალას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე ალფრედო ბლანკომ პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტას iQuetzal-ი დაერქმევა.უნდა აღინიშნოს, რომ Quetzal-ი გვატემალას ეროვნული ვალუტის სახელწოდებაა.ჰონდურასის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვილფრედო ცერატოს...
CrossTower-ი ინდოეთის კრიპტოვალუტების მზარდ ბაზარზე ფსონს დებს. ქვეყანაში ბიტკოინის სამართლებრივი სტატუსის გაურკვევლობის მიუხედავად, კომპანია ინდოეთის ბაზარზე შედის.აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა CrossTower-ი საქმიანობას ინდოეთში სულ მალე გააგრძელებს.CrossTower–მა ინდოეთში ადგილობრივი ფილიალი უკვე გახსნა.როგორც ცნობილი გახდა, ამ დროისთვის CrossTower India–ში 35 თანამშრომელია დასაქმებული და მომდევნო ექვსიდან ცხრა თვეში თავისი გუნდის...
კრიპტოვალუტის ტრეიდერები აცხადებენ, რომ ბიტკოინის ფასის 49.500 დოლარზე დაბლა დაცემა პრობლემებს გამოიწვევს.ამასთანავე, კურსის მატება იძლევა იმის შანსს, რომ ბიტკოინის ფასი 58.000 დოლარზე დაფიქსირდეს.ბიტკოინის კურსი შესაძლოა, 58.000 აშშ დოლარამდე გაიზარდოს ან 44.000 დოლარის დონეზე დაეცეს.ანალიტიკოსების თქმით, ახლა მთავარია ბიტკოინმა 50.000 დოლარის დონე კვლავ დაიბრუნოს.გუშინ ...
ტაივანის პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითურ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილნი.გამომძიებელი კუო იუ-ჩიჰმის განცხადების თანახმად, თაღლითობას ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც ოპერაციას სოციალური მედიის პლატფორმებით ახორციელებდა. ბიზნესმენი ასევე მართავდა Azure Crypto Co-ს, ტაიბეიში დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობდა.Taipei Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური...