ინდოეთში შესაძლოა, კრიპტოვალუტაზე მოგების გადასახადი დაწესდეს

0
825

ინდოეთის კრიპტო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კრიპტო საგადასახადო კანონის მიღება მთავრობების მიერ კრიპტოვალუტის მიღებისთვის საფუძველს ქმნის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელიც მუშაობს ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ინტერესი ვაჭრობის დაბეგვრაზე უკვე გამოხატა.

WazirX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნიშალ შეთი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საგადასახადო სიცხადე ციფრული ვალუტის სექტორს დაეხმარება.

”გასაკვირი არ არის, რომ თქვენი კრიპტო შემოსავალი იბეგრება სხვა შემოსავლების მსგავსად და უნდა გამოცხადდეს შემოსავლის დეკლარაციაში”,- აღნიშნა ნიშალ შეთიმ.

ამ თვალსაზრისით, ინდოეთის მთავრობა ყველა საქმიანობას, რომელიც კრიპტოვალუტასთან არის დაკავშირებული დაბეგრავს.

კრიპტო გადასახადის კანონპროექტის შექმნის შესახებ ინდოელმა ინვესტორმა, ევან ლუთრამ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტების დაბეგვრა პოზიტიური ნაბიჯია.

”მე ვფიქრობ, რომ ინვესტორებსა და პოტენციურ ინვესტორებს არაფრის უნდა ეშინოდეთ. მთავრობები, რომლებიც აცნობიერებენ კრიპტოვალუტის ნამდვილ პოტენციალს, შემოიღებენ პოლიტიკას ინოვაციის მხარდასაჭერად, რაც ნიშნავს, რომ გახდებიან მომავლის ლიდერები”,- განაცხადა ინვესტორმა, ევან ლუთრამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი