ტაივანის პოლიციამ კრიპტო თაღლითობის ბრალდებით 14 პირი დააკავა

0
869

ტაივანის პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითურ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილნი.

გამომძიებელი კუო იუ-ჩიჰმის განცხადების თანახმად, თაღლითობას ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც ოპერაციას სოციალური მედიის პლატფორმებით ახორციელებდა. ბიზნესმენი ასევე მართავდა Azure Crypto Co-ს, ტაიბეიში დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობდა.

Taipei Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური საგამოძიებო ბიურო დაკავებულებს თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციის აქტის დარღვევაში ადანაშაულებს.

გამომძიებლის თქმით, დაკავებულები მომხმარებლებს კრიპტოვალუტაში მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ.

ტაივანის საკანონმდებლო ორგანომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანა. ცვლილებებმა, თავის მხრივ, კრიპტო სივრცეს ახალი მოთხოვნები წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ ტაივანის ფულის გათეთრების კონტროლისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის აქტის ცვლილებით, ტაივანის ფინანსური ზედამხედველობის კომისია უფლებამოსილია შეზღუდოს ანონიმი პირების მიერ კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი