CrossTower-ი ინდოეთის ბაზარზე შედის

0
896

CrossTower-ი ინდოეთის კრიპტოვალუტების მზარდ ბაზარზე ფსონს დებს. ქვეყანაში ბიტკოინის სამართლებრივი სტატუსის გაურკვევლობის მიუხედავად, კომპანია ინდოეთის ბაზარზე შედის.

აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა CrossTower-ი საქმიანობას ინდოეთში სულ მალე გააგრძელებს.

CrossTower–მა ინდოეთში ადგილობრივი ფილიალი უკვე გახსნა.

როგორც ცნობილი გახდა, ამ დროისთვის CrossTower India–ში 35 თანამშრომელია დასაქმებული და მომდევნო ექვსიდან ცხრა თვეში თავისი გუნდის 100 ადამიანზე გაფართოებას აპირებს.

ახალ ბაზარზე შესვლით CrossTower-ი ელოდება, რომ ნელ-ნელა კომპანია აზიის ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება.

”ინდოეთი გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ინდოეთიდან დავიწყოთ გაფართოება”,- განაცხადა მედიასთან ინტერვიუს დროს CrossTower–ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კაპილ რატიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ინდოეთის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ქვეყნის ფინანსურ და კრიპტო ეკოსისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ინდოეთის ინტერნეტ და მობილური ასოციაციის Blockchain და ციფრული ვალუტის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Hodl 2021 ონლაინ კონფერენციაზე საუბრისას, რამა სუბრამანიამ განდიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა შეიძლება გამოყენებულ იქნას გადახდებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი