სალვადორში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძოს

0
939

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bancoagrícola კომპანია Flexa–სთან იმუშავებს.

Bancoagrícola, სალვადორის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, ციფრული გადახდების კომპანია Flexa–სთან პარტნიორობით აპირებს, რათა ქვეყანაში ბიტკოინის მიღების პოლიტიკა გააძლიეროს.

Flexa–ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bancoagrícola–მ დადო გარიგება კრიპტო გადახდების ქსელთან, რათა შესაძლებელი გახდეს ბანკის კლიენტებისთვის ბიტკოინით გადარიცხვები, მათ შორის საცალო და კორპორატიული კლიენტებისთვის.

პარტნიორობის ფარგლებში, Bancoagrícola–ს მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს საკრედიტო ბარათის გადახდა აშშ დოლარში Flexa–ს ან სხვა Lightning Network–ის საფულეების საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალვადორში ბიტკოინის აპარატები სექტემბრიდან განთავსდებოდა.

Twitter–ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სალვადორში 4.5 მილიონ ზრდასრულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა ვალუტის გადაცვლის ოპერაციის არჩევისა.

ქვეყანაში აპარატების დამონტაჟება 7 სექტემბრიდან დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი