აბუ-დაბის პორტმა Blockchain-ის საერთაშორისო საპილოტე პროგრამის განხორციელება ანტვერპენის პორტთან ერთად დაიწყო.ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Hellenic Shipping News-ი იტყობინება.აბუ-დაბი პორტების შვილობილი კომპანია Maqta Gateway-სა და ანტვერპენის პორტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ კომპანიებმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტის შექმნა დაიწყეს. პროექტის მიხედვით, ორივე კომპანიას შორის საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტაციას განაწილდება...
უმსხვილესმა იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Sony-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მუშაობს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე, რათა შეიქმნას კომპანიის ციფრული მართვის სისტემა.ამ განცხადებას წინ უძღვოდა დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთებული კომპანიის სხვა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, Sony-ი Blockchain პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან აპირებდა თანამშრომლობას.პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ეს ახალი...
დოლად ტრამპის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი გარი კოენი Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული კომპანიის, Spring Labs-ის საბჭოს მრჩეველი გახდა.გარი კოენი დონალდ ტრამპის მთავარ ეკონომიკურ მრჩეველად მუშაობდა 2017-2018 წლებში. ის პასუხისმგებელი იყო ადმინისტრაციის საგადასახადო რეფორმაზე, რომელიც გასული წლის დეკემბერში შევიდა ძალაში. გარდა ამისა, კოენი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური პოლიტიკის დღის...
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა განაცხადა, რომ ლეჯერ ტექნოლოგიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ბანკმა ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ტემპი უნდა შეინარჩუნოს.ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს ბანკების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.თავის გამოსვლაში კიმ იონგ კიმი საუბრობდა სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელობასა და...
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მულტინაციონალური საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობა Blockchain ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით შედგება.უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალური სტრუქტურების მიერ დაუდასტურებელია, თუმცა ადგილობრივი, აზერბაიჯანული მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. ამასთანავე, ეს ინფორმაცია გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანის...
ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე გათვალისწინებულია კვლევითი ინსტიტუტის არსებობაც.ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰაინანის პროვინციის ინდუსტრიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანგ ჯაინგი აცხადებს, რომ პროვინცია საერთაშორისო დონის სპეციალისტებს მოიზიდავს."საპილოტო...
ამერიკული ჟურნალი Time Magazine-ი 50 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელმაც Blockchain პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო.სიის შედგენისას გათვალისიწინებული იყო ის კრიტერიუმიც, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ესა თუ ის ბიზნესი. ჟურნალის სიაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები როგორებიც არის: Apple, Netflix, SpaceX და Domino. ამასთანავე, 50 წარმატებულ კომპანიას შორის მოხვდა განაში დაარსებული...
ჩილეს პარლამენტში დეპუტატების ნაწილმა Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული პროექტი განსახილველად ჯერ კიდევ აგვისტოში დარეგისტრირდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის ორი დეპუტატი მიგელ ანხელ კალისტო და ჯორჯო ჯექსონი სხვა რვა დეპუტატთან ერთად ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინერას მიმართავს და...
ახალი ანგარიშების მიხედვით, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლის მეურნეობისა და საკვების მიწოდების ბაზარი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.Reportlinker-მა ანგარიში გამოქვეყნა სახელწოდებით "Blockchain: სოფლის მეურნეობის ბაზრის პროგნოზი 2023 წლისთვის". ანგარიშის მიხედვით, სექტორის ზრდის მაჩვენებელი 60.8 მილიონი დოლარიდან 429.7 მილიონამდე გაიზრდება."Blockchain ტექნოლოგია კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის...
ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პორტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა "ჭკვიანი პორტის" შექმნა. როგორც ცნობილი გახდა, პორტი გეგმავს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.ხოსე გარსია დე ლა გუია, რომელიც პასუხისმგებელია ვალენსიის პორტის მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, განმარტავს, რომ ისინი Blockchain-ით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას არამარტო ვალენსიაში, არამედ ესპანეთის სხვა საერთაშორისო პორტებშიც აპირებენ."ვალენსიიდან...