ირანში მაინერები საქმიანობის გაგრძელებას ისევ შეძლებენ

0
1083

სამთვიანი აკრძალვის შემდეგ ირანში ბიტკოინის მოპოვების ინდუსტრია განახლდა.

დღეიდან ირანის მთავრობა დაუშვებს კრიპტოვალუტის ლიცენზირებული მაინერების საქმიანობის კვლავ დაწყებას.

2021 წლის 26 მაისს ირანის ყოფილი პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებდა, რომ ბიტკოინის მოპოვება სამი თვით ქვეყანაში აიკრძალებოდა.

აკრძალვის მიზეზად უკიდურესად ცხელი ამინდები დასახელდა, რა დროსაც ვეღარ ხერხდებოდა საკმარისი რაოდენობის ენერგიის გამომუშავება.

არსებული მარაგი კი მოსახლეობისთვის საკმარისი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ირანში გარკვეულ დღეებში სიცხემ 50 გრადუსსაც კი მიაღწია.

შესაბამისად, მას შემდეგ რაც ცხელმა დღეებმა გადაირა ირიანის მთავრობა ისევ აპირებს მაინერებისთვის ლიცენზიების მინიჭებას.

ელექტროენერგიის გათიშვისა და წყლის დეფიციტის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა აეკრძალა კრიპტო მოპოვება, რათა მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შეძლებოდათ კონდიციონერების გამოყენება.

სიცხის კლებასთან ერთად, მოქმედი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის თანხმობით, კრიპტო მოპოვების აკრძალვა მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის მოპოვების 4.5%-დან 7%-მდე ოპერაციები ირანში მიმდინარეობს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ირანი დაბალი ფასებით გამოირჩევა, რაც არამხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ ბუნებრივ აირზეც ვრცელდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი