მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი: Blockchain-ი შესაძლოა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს

0
1565

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა განაცხადა, რომ ლეჯერ ტექნოლოგიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ბანკმა ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ტემპი უნდა შეინარჩუნოს.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს ბანკების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

თავის გამოსვლაში კიმ იონგ კიმი საუბრობდა სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელობასა და ამ პროცესში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობაზე.

“ჩვენ ვისაუბრეთ კრიპტოვალუტაზე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ლეჯერ ტექნოლოგიას აქვს დიდი პოტენციალი”,-აღნიშნა ჯიმ იონგ კიმმა. მან ასევე ისაუბრა Blockchain ტექნოლოგიის შესახებ და განაცხადა, რომ აგვისტოში შეიქმნა Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა, რომლითაც ტრანზაქციები უკვე განხორციელდა.

ჯიმ იონგ კიმმა ასევე განაცხადა, რომ Blockchain-ის საშუალებით ხარჯების ოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ბანკის მიზანია 2020 წლისთვის ფინანსური მომსახურების უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც მისი აზრით, არ მოხდება ტექნოლოგიური სამყაროს უფრო ინტენსიური თანამონაწილეობის გარეშე.

“ეს არის რაღაც, რაც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს”,-აღნიშნა Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი