Blockchain სიახლეები

Blockchain სიახლეები

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა დადებითად შეაფასა კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია We Are Developers World Congress 2018 წლის გახსნაზე, რომელიც ვენაში გაიმართა.მედიის ინფორმაციით, სტივ ვოზნიაკმა Blockchain-ს "დიდებული იდეა" უწოდა."Blockchain არის მომავალი, შემდეგი IT რევოლუცია, რომელიც უნდა მოხდეს",- აღნიშნა ვოზნიაკმა.ვოზნიაკმა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება Blockchain-თან დაკავშირებით იმის ახსნა, რომ ასეთი ტიპის...
26 ივლისს კრიპტოვალუტების უკვე არსებული ფასების ნიშნული მეტნაკლებად შენარჩუნდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინმა 8.000 დოლარის ზღვარი დაარღვია.26 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ღირებულება 8.230 დოლარს შეადგენდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტამ მხოლოდ 1%-ით მოახერხა ფასის გაზრდა, რის შედეგადაც ბიტკოინის კურსი 8.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი 478...
ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიის კომპანია საერთაშორისო ბანკებთან თანამშრომლობს, რათა Blockchain-ის სავაჭრო პლატფორმა სახელწოდებით Batavia განავითაროს. Batavia-თი პირველი საპილოტე ტრანზაქცია უკვე განხორციელდა.ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიის კომპანიამ, მონრეალის ბანკმა, CaixaBank-მა, Commerzbank-მა, Erste Group-მა და შვეიცარიის გაერთიანებული ბანკმა აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა გასულ შემოდგომაზე დაიწყო.Batavia მუშაობს პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგით,...
გერმანიის ეროვნული ტურისტული საბჭო ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს მომსახურეობის გადახდის საშუალებად სცნობს."დიგიტალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ტრენდებს. ამასთანავე, ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენს კომპანიაში მათი გამოყენება", - განაცხადა ეროვნული ტურისტული საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა პეტრა ჰოდერფერმა.მარკეტინგის განყოფილებაში განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი იყვნენ ბიტკოინის უკან...
ბრიტანეთის ეროვნული არქივი იწყებს ARCHANGEL პროექტს, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას განიხილავს ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ჩანაწერების შექმნის შესაძლებლობად.ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივი იტყობინება.ეროვნული არქივის, Surrey University-ისა და ბრიტანეთის ღია მონაცემთა ინსტიტუტისა და საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი Blockchain-ის პროტოტიპის შექმნას ისახავს მიზნად.ეროვნული...
საავტომობილო კომპანია "პორშე" Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაციის შექმნას გეგმავს. კომპანია თანამშრომლობს ბერლინში დაფუძნებულ სტარტაპ XAIN-თან."პორშეს" მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "პორშე პირველი ავტომობილის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ავტომობილში Blockchain აპლიკაციას წარმატებით განახორციელებს".Blockchain ტექნოლოგიის აპლიკაციების გამოყენება კარის ჩაკეტვისა და გახსნის შესაძლებლობას იძლევა. ავტომობილის გახსნისა და დახურვის პროცესი შესაძლებელია არსებულზე...
მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესმა საფონდო ბირჟამ საკუთარი გეგმები გაამჟღავნა და განაცხადა, რომ ლეჯერი ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს.შანხაის საფონდო ბირჟა, რომლის ბაზრის კაპიტალიც 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია გაზარდოს ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის გამჭვირვალობა."ბაზრის ნაწილი ახლა ამ ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს, ხოლო რამდენიმე...
არგენტინაში NEM-ის ფონდმა ადგილობრივ ჟურნალისტთა პროფკავშირთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმების მიზანი არის საავტორო უფლებების დაცვის კუთხით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა.პროფკავშირი იმედოვნებს, რომ Blockchain-ს შეუძლია გადაწყვიტოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.პროფკავშირის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ ავტორებს Blockchain ტენქოლოგიის ქსელში შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების ატვრითვა....
საინვესტიციო საბანკო ფირმა Benson Oak-მა განაცხადა, რომ კომპანია 100 მილიონ დოლარს ისრაელში არსებულ Blockchain-ზე დაფუძნებულ სტარტაპში დააბანდებს.ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.ჩეხური კომპანიის შვილობილი ფირმა Benson Oak Ventures-ი სპეციალურად ფოკუსირდება ისრაელის ბაზარზე.რაც შეეხება ფინანსებს, 25 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხულია სტარტაპისთვის. ჩეხური კომპანია დარწმუნებულია ისრაელის პოტენციალსა და ადგილობრივი...
იაპონიის უმსხილესმა, საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიამ Fujitsu-მ ბრიუსელში Blockchain-ის ინოვაციურ ცენტრის დაარსება გადაწყვიტა.კომპანიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს Blockchain ტექნოლოგიის კვლევისთვის ხელი შეწყობა ასევე, კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით Blockchain პროექტების შემუშავება.Fujitsu Benelux-ის ხელმძღვანელმა ივეს დე ბეურეგარდმა განაცხადა, რომ მომხმარებელთა მხირდან Blockchain-ის მიმართ გაზრდილი ინტერესი გახდა ცენტრის შექმნის საფუძველი.კომპანიამ...