პორშე Blockchain აპლიკაციის შექმნას გეგმავს

0
2693

საავტომობილო კომპანია “პორშე” Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაციის შექმნას გეგმავს. კომპანია თანამშრომლობს ბერლინში დაფუძნებულ სტარტაპ XAIN-თან.

“პორშეს” მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ “პორშე პირველი ავტომობილის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ავტომობილში Blockchain აპლიკაციას წარმატებით განახორციელებს”.

Blockchain ტექნოლოგიის აპლიკაციების გამოყენება კარის ჩაკეტვისა და გახსნის შესაძლებლობას იძლევა. ავტომობილის გახსნისა და დახურვის პროცესი შესაძლებელია არსებულზე 6-ჯერ სწრაფად მოხდეს. ასევე, გაუმჯობესებული სისტემა ექნება ბიზნეს მოდელების დაშიფრულ მონაცემთა ბაზას.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ავტომობილი საჭიროებს ინტერნეტ კავშირს და მონაცემები კვლავ სერვერზე ინახება.

“პორშეს” ფინანსური სტრატეგიების მენეჯერი, ოლივერ დორინგი, დარწმუნებულია, რომ Blockchain ტექნოლოგიას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

“ჩვენ Blockchain-ის გამოყენება შეგვიძლია მონაცემების სწრაფად გადაგზავნისათვის. ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ ეს მონაცემები საიმედოდ იქნება დაცული. ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ჰქონდეთ ყველანაირი ინფორმაცია, როგორც პარკინგის შესახებ ასევე, იმაზეც თუ მათი ავტომობილის საჭესთან სხვა პიროვნება აღმოჩნდება.

ჩვენ ვყიდულობთ ინოვაციურ ტექნოლოგიას მომხმარებელთა სასარგებლოდ”,- აცხადებს კომპანიის ფინანსური სტრატეგიების მენეჯერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი