ბანკები Blockchain-ის სავაჭრო პლატფორმის გამოყენებას აქტიურად იწყებენ

0
2763

ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიის კომპანია საერთაშორისო ბანკებთან თანამშრომლობს, რათა Blockchain-ის სავაჭრო პლატფორმა სახელწოდებით Batavia განავითაროს. Batavia-თი პირველი საპილოტე ტრანზაქცია უკვე განხორციელდა.

ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიის კომპანიამ, მონრეალის ბანკმა, CaixaBank-მა, Commerzbank-მა, Erste Group-მა და შვეიცარიის გაერთიანებული ბანკმა აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა გასულ შემოდგომაზე დაიწყო.

Batavia მუშაობს პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგით, ხოლო საკვანძო მოვლენებს შეუძლიათ “ჭკვიანი კონტრაქტების” შესრულება.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თავდაპირველი ტრანზაქციების მიზანი იყო მანქანების გერმანიიდან ესპანეთიში გაგზავნა. ხოლო ავეჯი ავსტრიიდან ესპანეთში უნდა გაეგზავნათ.

Commerzbank-ის წარმომადგენელმა ნიკო გისბერმა განაცხადა, რომ ერთობლივი წარმატებული ტრანზაქციები პლატფორმის პოტენციალს აჩვენებს.

“სავაჭრო მონაცემები და “ჭკვიანი გადახდა”, რომელიც ავტომატურად სატრანსპორტო მონაცემებს იწერს, ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რისკების მართვისა და დაფინანსების ინსტრუმენტებისთვის”,- აღნიშნა ნიკო გისბერმა.

Commerzbank-ის წარმომადგენელი ასევე დასძენს, რომ სავაჭრო პლატფორმა Batavia-ს ხელსაყრელობიდან გამომდინარე არ გამორცხავს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი