ბრიტანეთის ეროვნული არქივი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას დაიწყებს

0
2710

ბრიტანეთის ეროვნული არქივი იწყებს ARCHANGEL პროექტს, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას განიხილავს ბრიტანეთის ეროვნული არქივის ციფრული ჩანაწერების შექმნის შესაძლებლობად.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივი იტყობინება.

ეროვნული არქივის, Surrey University-ისა და ბრიტანეთის ღია მონაცემთა ინსტიტუტისა და საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი Blockchain-ის პროტოტიპის შექმნას ისახავს მიზნად.

ეროვნული არქივის ციფრული დაცვის სამსახურის მენეჯერის, ალექს გრინის განცხადებით, მათი მიზანი არის ის, რომ Blockchain ტექნოლოგია გამოყენებული იყოს დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს არქივებში დაცვის მექანიზმით, რათა მკვლევრებსა თუ სხვადასხვა ინსტიტუტს არ ჰქონდეს საარქივო მასალების გადაწერის საშუალება.

“საბოლოო ჯამში Blockchain-ის ჩანაწერი იქნება სანდო, როგორც ავთენტური ჩანაწერი”,-აღნიშნულია არქივის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

ARCHANGEL-ის ვებ-გვერდზე პროექტის შესახებ ინფორმაცია არის გამოქვეყნებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად ედო 18-თვიანი კვლევა სახელწოდებით “ლეჯერ ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება”.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია თანამშრომლობა მომხმარებლებთან, რათა შედგეს და დადგინდეს საარქივო პრაქტიკა და საზოგადოებას მეტი ნდობა ჰქონდეს დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის მიმართ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი