ჩეხური კომპანია ისრაელში დაფუძნებულ Blockchain სტარტაპში 100 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

0
2685

საინვესტიციო საბანკო ფირმა Benson Oak-მა განაცხადა, რომ კომპანია 100 მილიონ დოლარს ისრაელში არსებულ Blockchain-ზე დაფუძნებულ სტარტაპში დააბანდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ჩეხური კომპანიის შვილობილი ფირმა Benson Oak Ventures-ი სპეციალურად ფოკუსირდება ისრაელის ბაზარზე.

რაც შეეხება ფინანსებს, 25 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხულია სტარტაპისთვის. ჩეხური კომპანია დარწმუნებულია ისრაელის პოტენციალსა და ადგილობრივი პროექტების წარმატებაში.

“მე მჯერა, რომ ისრაელში დიდი მეწარმეები არიან, რომლებიც მომავლის პლატფორმებს ხელმძღვანელობენ და შესაბამისად, იყენებენ Blockchain ტექნოლოგიას”,-აღნიშნა Jerusalem Post- სთან საუბარში Benson Oak-ის მმართველმა რობერტ კოენმა.

“ექვსი წლის წინ გადავედი ისრაელში ახალი ბიზნესის დაწყების მიზნით. მე შევქმენი Benson Oak Ventures-ი როგორც ახალი პლატფორმა, რათა უზრუნველყოს ფინანსური და საოპერაციო კაპიტალი მეწარმეებისთვის ისრაელსა და მთელს მსოფლიოში”,- აცხადებს რობერტ კოენი.

მიუხედავად იმისა, რომ ფირმის ეს ნაბიჯი ისრაელში Blockchain ტექნოლოგიის განვითარების ახალი შესაძლებლობაა პოტენციურ მონაწილეთა შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი