მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიში Blockchain ტექნოლოგიას შეეხება

0
1641

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა Blockchain ტექნოლოგიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ანაგრიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰაკერები ვერ უმკლავდებიან Blockchain ტექნოლოგიას, თუმცა ნებისმიერი სახის დარღვევა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ, ამა თუ იმ, კომპანიას კიბერუსაფრთხოების ზომები არ აქვს ხოლმე მიღებული.

ანგარიშში წერია, რომ ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მსხვილი კომპანების მონაცემების კონფიდენციალურობის დარღევაზე. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების მთავრობის პერსონალის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და Sony Pictures Entertainment-ის თანათავმჯდომარე მონაცემთა ბაზის დარღვევის გამო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ Blockchain ტექნოლოგია უსაფრთხოების კუთხით ლიდერია.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კიბერუსაფრთხოება აღიარებული უნდა იყოს, როგორც ძირითადი დისციპლინა. ანგარიშში ასევე მოცემულია კვლევა, რომლის მიხედვითაც, 100-ზე მეტი კომპანიის მხოლოდ 5% აქვს კიბერუსაფრთხოების სტანდარტები დაცული.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი რეკომენდაციას იძლევა, რომ Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაიწყონ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მოწინავე პოზიციების მოპოვება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი