კანადის მაინინგის კომპანია HUT EIGHT-ი გაფართოებას განაგრძობს

0
2002

ტორონტოში დაფუძნებული ბიტკოინის მაინინგის კომპანია HUT EIGHT-მა კანადაში თავისი მეორე მაინინგის ცენტრი დასრულებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ის გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საჯაროდ მოვაჭრე ოპერატორი.

კომპანიამ საქმიანობა BitFury-თან პარტნიორობით დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ბიტკოინის მოპოვება კომპანიამ გასულის წლის დეკემბერში განახორციელა, როდესაც 1.900 ბიტკოინი იქნა მოპოვებული.

BitFury-ისა და HUT EIGHT-ის წარმატება კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ბიტკოინის მაინინგ ბაზარს, თუმცა Bitmain-ი კვლავ დომინანტის პოზიციას ინარჩუნებს.

“66.7 მეგავატი საერთო ოპერაციული შესაძლებლობებით, ჩვენ გვჯერა, რომ კანადაში ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანია და ყველაზე მსხვილი საჯარო მოვაჭრე კრიპტოვალუტის მაინინგის სფეროში”,-განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ კიგაელმა.

შეგახსენებთ, რომ კანადაში ამ წელიწადში კრიპტოვალუტის მაინინგს რთული პირობები შეექმნა. მაგალითად, ქიუბექის პროვინციაში მაინინგის ფერმის შექმნის მცდელობას ადგილობრივი პოლიტიკოსები არცთუ კეთილგანწყობით შეხვდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი