საფრანგეთის ბიზნესის სკოლა, რომელიც ბაკალავრის დიპლომის მქონე სტუდენტებს ფინანსურ და Blockchain ტექნოლოგიებში სასწავლო კურსს სთავაზობს ახლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ სწავლის საფასური კრიპტოვალუტაში გადაიხადონ.Financia Business School-ის სტუდენტების მეოთხედი უცხოელია. შესაბამისად, მათთვის ხარჯების შემცირების კუთხით მეტად არის ხელსაყრელი ციფრული ვალუტით გადახდა.ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგული ბიზნესის სკოლა გადასახადს ბიტკოინში...
მალტის პარლამენტმა სამი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც არის Blockchain ტექნოლოგიისთვის მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნა.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.სილვიო შემბერმა, რომელიც არის ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციის განყოფილების წარმომადგენელი, აღნიშნა, რომ კუნძული არის პიონერი, Blockchain-ის სამართლებრივი და სრულყოფილი მარეგულირებელი სისტემის შემუშავების საკითხში."სამ კანონს, რომელიც არეგულირებს ლეჯერ ტექნოლოგიების სფეროს პარლამენტი...
სამხრეთ კორეის ინტერნეტ გიგანტმა Kakao-მ საკუთარი Blockchain პლატფორმის შექმნის თარიღი დაასახელა.ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელიც კლეთნ მეინეთმა გააკეთა, პლატფორმა 2019 წლის 27 ივნისს დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პროექტის განხორციელებით ქვეყანაში უმსხვილესი პლატფორმა შეიქმნება.Kakao სამხრეთ კორეის ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს,...
სამხრეთ კორეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, პასპორტების გაცემას დაიწყებს.სამხრეთ კორეა უერთდება რიგ სხვა ქვეყნებს ვაქცინის სერთიფიკატების დანერგვაში, რომლებიც საშუალებას იძლევა ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისათვის, რაც რა თქმა უნდა, საგრძნობლად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს.სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ამ თვის დასაწყისში ივარაუდა აღნიშნული პროტოკოლის შემოღება. მთავრობამ შეიმუშავა აპლიკაცია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით, რათა...
Blockchain-ის ენერგეტიკის გლობალური ბაზარი 2024 წლისთვის 60%-ით გაიზრდება.ამის შესახებ Infoholic Research LLP-ის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.ანგარიშის თანახმად, 2018 წლისთვის ენერგეტიკულმა გლობალურმა ბაზარმა 210 მილიონი დოლარი შეადგინა."ენერგეტიკის მზარდი ავტომატიზაციის შედეგად ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო ხშირად იწყებენ Blockchain-ის გამოყენებას, რაც რეალურად ხარჯების შემცირებას ნიშნავს",-აღნიშნულია ანგარიშში.ანგარიშის მომზადების დროს მკვლევართა ჯგუფმა გაანალიზა Blockchain...
სეულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე იონგდეანგპო-გუს ადმინისტრაციულ ოლქში Blockchain ტექნოლოგია დაინერგება.ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Newsis reports-ი იტყობინება.სტატიის თანახმად, ოლქი მიზნად ისახავს Blockchain-ის დახმარებით ადმინისტრაციული გამჭვირვალობის გაძლიერებას.სისტემა ხელს შეუწყობს სხვადასხვა საჯარო მომსახურების სატენდერო კომპანიის შერჩევის პროცედურებში თაღლითობის თავიდან არიდებას. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება.უნდა...
Aleph.im-ი, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სტარტაპი, შეირჩა Ubisoft's Entrepreneurs Lab-ის მეექვსე სეზონში მონაწილეობის მისაღებად, რაც განვითარებად Blockchain ინდუსტრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ფრანგული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია აწარმოებს მეწარმეთა ლაბორატორიას, რომელიც სტარტაპერებსა და მეწარმეებს სთავაზობს კომპანიის რესურსებსა და გამოცდილებას. ამ სეზონის ფოკუსში კი Blockchain-ი მოექცა.Aleph.im-ის...
ნიდერლანდების მიწის რეგისტრაციის სააგენტო Blockchain-ის ტესტირებას დაიწყებს ეროვნული უძრავი ქონების მონაცემების შესამოწმებლად.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.მიწის რეესტრის სააგენტოს არქიტექტორმა კოენის ჰუისსტედმა განაცხადა, რომ სააგენტო ცდილობს გაიგოს, თუ რას ნიშნავს "შედარებით ახალი" ტექნოლოგია საკუთრების სფეროში და ელოდება Blockchain-ის ამ სფეროში ინტეგრირებას ერთიდან სამ წელიწადში.მიწის რეესტრი განისაზღვრავს...
შვეიცარიის Blockchain ქსელმა, Concordium-მა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სტრატეგიულ მრჩევლად დანიშნა.Concordium-ი მიზნად ისახავს რასმუსენის გამოცდილებასთან დაკავშირებულ სფეროებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.ყოფილი პოლიტიკოსი ამჟამად ხელმძღვანელობს საკონსულტაციო ფირმას, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის დემოკრატიის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით."Concordium-ის ქსელის უზარმაზარი მასშტაბისა და პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელი...
მალტის Blockchain კომპანიები საბანკო ანგარიშების გახსნას ითხოვენ.ამის შესახებ ინფორმაციას Times of Malta ავრცელებს.მედია საშუალება დაუკავშირდა რამდენიმე იურიდიულ ფირმასა და ფინანსურ კომპანიას, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბანკები ანგარიშის გახსნაზე უარს აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკის წარმომადგენლები კომპანიებს მხოლოდ ერთადერთ მიზეზს უსახელებენ, რომელსაც "მაღალი რისკის შემცველობას" უწოდებენ.როგორც აღმოჩნდა, მალტის საბანკო სფერო...