ჯორჯ სოროსის საინვესტიცო ფონდი კრიპტოვალუტაში ინვესტირებას გეგმავს

0
4176

ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ამჟამად, დაახლოებით, 26 მილიარდი დოლარის აქტივები გააჩნია ინვესტიციის განხორციელებას კრიტოვალუტაში გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის ხელმძღვანელმა ჯორჯ სოროსმა ადრე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა “ეკონომიკურ ბუშტს” წარმოადგენდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ადამ ფიშერმა, რომელიც სოროსის ფონდის გლობალურ მაკროეკონომიკურ ინვესტიციებზეა პასუხისმეგბელი, კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ დავალება უკვე მიიღო, თუმცა ვაჭრობა მას ჯერ არ დაუწყია.

25 იანვარს, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, სოროსი ამტკიცებდა, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიც ბიტკოინია არ შეიძლება ჩაითვალოს ვალუტის სახეობად ღირებულების მუდმივი სპეკულაციიდან გამომდინარე.

“ბიტკოინი არ არის ვალუტა, რადგან ვალუტა უნდა იყოს სტაბილური. ვალუტა, რომელიც დღეში შეიძლება იცვლებოდეს 25%-ით არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, ხელფასის გადასახდელად, რადგან ხელფასი შესაძლოა დღეში 25%-ით შემცირდეს”,- აცხადებდა ჯორჯ სოროსი.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ჯორჯ სოროსის კომენტარებისა, გასულ წელს მან კრიპტოვალუტის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა. 2017 წელს, ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდი გახდა მესამე უმსხვილესი აქციონერი Overstock.com-ზე და პირველი მსხვილი საცალო კომპანია, რომელმაც აღიარა ბიტკოინი გადახდის საშუალებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი