ლიხტენშტეინი Blockchain ტექნოლოგიისთვის რეგულაციებს შემოიღებს

0
2652

ლიხტენშტეინის მთავრობა ახალი კანონმდებლობის შემოღებას აპირებს, რათა Blockchain ბიზნეს მოდელებისა და Blockchain სისტემების რეგულაცია მოხდეს.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ადრიან ჰესლერმა ვადუცში გამართულ საფინანსო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კანონპროექტი წარმოდგენილი იქნება 2018 წლის ზაფხულში და შემუშავებულია იმ ფორმით, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელები ინტეგრირებულია რაღაც დონემდე, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიულ და მარეგულირებელ სიმტკიცეს ერთნაირად, როგორც ბიზნესისთვის ისე, მომხმარებლებისთვისაც.

“დაგეგმილი რეგულაციები გაგვხდის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოდ, რომლის რეგულაციის სისტემა ფართო ეკონომიკური განაცხადების საფუძველი იქნება”, – აღნიშნა ჰესლერმა სიტყვით გამოსვლისას.

ლიხტენშტეინის პრემიერ-მინისტრი Blockchain ტექნოლოგიას სხვადასხვაგვარ გამოყენების საშუალებად აღიარებს: “ეს არ არის მხოლოდ კრიპტოვალუტისთვის, ისეთისთვის როგორიცაა ბიტკოინია, Blockchain-ის გამოყენება სხვა სახითაც შესაძლებელია”.

სხვა სახის აქტივებზე, როგორებიცაა: ავტომობილები, ლიცენზიები მუსიკალურ ნაწარმოებებზე, ან ფასიანი ქაღალდები Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება.

პრემიერ-მინისტრი ადრიან ჰესლერი ასევე ვარაუდობს, რომ ეკონომიკური პროცესების დიდი ნაწილი და ფინანსური მომსახურება Blockchain ტექნოლოგიას სავაჭრო და მომსახურების სისტემებში გამოიყენებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინოვაციების სამთავრობო მხარდაჭერა სტრატეგიული წარმატების ფაქტორია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი