სამშაბათს, 20 მარტს ბიტკოინმა 9.000 დოლარიანი ზღვარი გადალახა, ეს ხდება წლის დასაწყიში მომხდარი მკვეთრი ჩავარდნის ფონზე, როცა ფასი 70 %-ით დაეცა დეკემბრის კურსთან შედარებით, როდესაც ბიტკოინის ღირებულება 20.000 მეტ დოლარს შეადგენდა. დეკემბრის ბოლოსთვის ბიტკოინის კურსმა დაკლება დაიწყო. ხოლო, 2018 წლის 17 იანვარს ბიტკოინის ფასი 9.724 დოლარამდე...
ამ კვირაში ბიტკოინი 8.000 დოლარზე ჩამოვიდა. კრიპტო-ბაზარი ისევ კრიზისმა მოიცვა. კრიზისი, მეტწილად, Google-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვამ გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამას ივნისიდან აკრძალავს. რაც შეეხება კვირის შეჯამებას: ბიტკოინი ბიტკოინი 15 მარტს 8.066 დოლარის მაჩვენებელზე ჩამოვიდა. თუმცა, ბიტკოინი ცდილობს 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას და 9.500 დოლარის დონეზე ასვლას. ...
Wall Street-ის სტრატეგიების სპეციალისტმა თომას ლიმ ე.წ. წინააღმდეგობის ინდექსი შეიმუშავა, რომელსაც Bitcoin Misery Index-ი უწოდა. Bitcoin Misery Index-ი არის ერთგვარი სავაჭრო ხელსაწყო, რომელსაც ტრეიდერები ვაჭრობისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენებენ. თომას ლი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ის გასული წლის ბოლოს, ბიტკოინის ფასის 25.000 დოლარამდე გაზრდაზე საუბრობდა. მაშინ,...
ამ კვირაში კრიპტოვალუის კურსი არცთუ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს კვირა ციფრული ვალუტისათვის პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტამ ვარდანა შეწყვიტა. ამასთანავე, ექსპერტები მომავალი კვირისთვის ციფრული ვალუტის ფასის ზრდას ელოდებიან. ბიტკოინი წინა კვირის ანალიზში ექსპერტები მოგებას 10,700 დოლარის ნიშნულზე ვარაუდობდნენ. ასევე, პროგნოზირებდნენ, რომ ბიტკოინი 11.400-დან 12.200 დოლარამდე იმერყევებდა...
ვენესუელამ 20 თებერვალს ნავთობით გამაყრებული კრიპტოვალუტა პეტროს წინასწარი გაყიდვა დაიწყო. მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ Twitter-ზე დაპოსტა, რომ პეტროს ვაჭრობამ 735 მილიონ დოლარი შეადგინა. ვენესუელის მთავრობა გეგმავს კაპიტალი 6 მილიარდით გაიზარდოს, რაც ნიშნავს 100 მილიონი პეტროს გაყიდვას. გარდა ვენესუელისა, ირანიც განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას. ამასთანავე, კრიპტოვლუტა იძლევა ტრადიციული...
თებერვლის თვე კრიპტო ბაზარმა დაბალი მაჩვენებლებით დაიწყო. რეგულაციებმა და ჰაკერების თავდასხმამ კრიპტოვალუტის კურსი მნიშვნელოვნად შეარყია. თუმცა, ბიტკოინმა დაიბრუნა 10.000 დოლარის ნიშნული და ზრდა განაგრძო. CoinMarketCap-ის მონაცმების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 511 მილიარდი დოლარია. ბიტკოინი ასცდა 11.000 დოლარის ნიშნულს და სტაბილურად განაგრძობს ზრდას. მართალია, ეთერიუმის ღირებულება 1000 დოლარამდე...
წელს, კრიპტოვალუტის მასიური გაყიდვებისა და ფასის დაცემის შემდეგ, ციფრული ვალუტა კურსის შენარჩუნებას ცდილობს. ამ კვირაში განსაკუთრებული ყურდადღება ლაიტკოინმა მიიპყრო. შეგახსნებთ, რომ რომ კრიპტოვალუტის მომხმარებელი მალე ახალ ციფრულ ვალუტას, ლაიტკოინ Cash-ს იხილავს. როგორც ცნობილი გახდა, ყველა ლაიტკოინის მფლობელი 10 ლაიტკოინ Cash-ს მიიღებს. კრიპტოვალუტის ბაზარზე დადებითად აისახება ისეთი კომპანიების კომენტარები, როგორიც...
ბიტკოინის მფლობელი მილიარდერი ტყუპი ძმები კამერონ და ტეილორ უინკლევოსები კრიპტოვალუტის კურსის პროგნოზისას აცხადებენ, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება. ბიტკოინის კურსის დაცემის დროს, საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 140 მილიარდი დოლარი იყო. ხოლო, 6 თებერვლის ვაჭრობისას, როდესაც ბიტკოინის გაყიდვას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, კაპიტალიზაცია 102 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა. თუმცა, ვარდანას...
ბიტკოინი კვირის ბოლოსკენ 5 თებერვლის ნიშნულს დაუბრუნა, როდესაც ციფრული ვალუტის ფასი 8000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8300-დან 6111 დოლარზე ჩამოვიდა. შაბათს კი, ფასმა 9109-ზე აიწია. ისეთი მხვილი ბაზრები, როგორებიცაა აშშ-სა და ინდოეთში გარკვეული რეგულაციების ქვეშ არის. ინტერნეტ-გამოცემა Cointelegraph-ი მუდმივად წერდა, რომ ინდოეთისა...