კრიპტოვალუტების კურსი კვლავ მერყევია, თუმცა შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია

0
1987

ბიტკოინის კურსმა 25 სექტემბერს 6.583 დოლარის ნიშნულს ვერ მიაღწია და 6.341 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსმა 6.075-სა და 5.900 დოლარს შორის იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი კრიპტოვალუტა ამ დონემდე დაეშვა ვაჭრობა 5.900 დოლარზე შეწყვიტონ.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, ბიტკოინის კურსმა ზრდა აჩვენა. 26 სექტემბერს ბიტკოინზე ვაჭრობა 6.452 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6.585 დოლარი იყო. ვაჭრობა კი, 6.495 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი 7.413 დოლარამდე გაიზრდება მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 8.566 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ამ დღეების განმავლობაში ეთერიუმის კურსი საკმაოდ მერყევი იყო. ანალიტიკოსები იმასაც პროგნოზირებდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ეთერიუმის კურსი 200 დოლარის ქვემოთ ჩამოსულიყო.

რაც შეეხება გუშინდელ ფასის მაჩვენებლებს: 26 სექტემბერს ეთერიუმზე ვაჭრობა 218 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 221 დოლარს შეადგენდა, ხოლო რაც შეეხება ყველაზე დაბალ ნიშნულს ის 209 დოლარი იყო. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 215 დოლარზე დაიხურა.

დღევანდელი მონაცემებით, კი ეთერიუმის ღირებულება 217 დოლარს შეადგენს.

ექსპერტები ინვესტორებს მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი