CasperLabs-ი ჩინეთის BSN-თან პარტნიორობას იწყებს

0
1093

CasperLabs-მა, Blockchain პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ, ჩინეთის Blockchain-ზე დაფუძნებულ სერვისის ქსელთან, The Blockchain-based Service Network-თან (BSN) პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

Casper Network-ი დაემატება Blockchain Fuzhou City Chain-ში, რომელსაც საჯარო და კერძო კრიპტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გამოიყენებენ.

RockTree Capital-ი, საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ნიუ-იორკში. ამ კომპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა CasperLabs-სა და ქალაქ ფუჟოუს შორის შეთანხმების მიღწევაში.

როგორც დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადეს, პარტნიორობის მთავარი მიზანია BSN-ს მიეცეს საშუალება მოიპოვოს CasperLabs-ის მასშტაბი, უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია.

2019 წელს, დაარსების დღიდან, BSN-ი ჩინეთის მასშტაბით 120-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. იგი ემსახურება მონაცემთა ცენტრებს, რომლებიც მის Blockchain ქსელში აწარმოებენ და ამუშავებენ ტრანზაქციებს.

ემრინალ მანოჰარმა, CasperLabs-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კომპანიის განვითარების შესახებ განაცხადა:

„CasperLabs-ის პარტნიორობა Fuzhou-ში ჩამოსული დეველოპერებისათვის ბევრად უფრო მარტივს ხდის, დაბალ ფასად საჯარო და კერძო Blockchain აპლიკაციების გენერირებას.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი