ბანკი Capital Union-ი კლიენტებს კრიპტოვალუტაში ვაჭრობას სთავაზობს

0
1010

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაჰამის კუნძულებზე დაფუძნებული ბანკი Capital Union-ი, რომელიც Tether (USDT) stablecoin-ის რეზერვების ნაწილს ფლობს ემიტენტის საშუალებით, თავადაც აქტიურად არის ჩართული კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში.

ბანკმა თავის პროფესიონალ კლიენტებს, კრიპტოვალუტაში ვაჭრობა შესთავაზა. ამის შესახებ კი ბანკის სპიკერმა მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე შერჩეულ სავაჭრო ობიექტთან, ლიკვიდურობისა და ტექნოლოგიების პროვაიდერებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ ციფრული ვალუტების მრავალფეროვნებას, როგორც ჩვენი სავაჭრო და მეურვეობის სერვისების ნაწილი“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ Capital Union-ში კრიპტო ბიზნესებთან დაკავშირებული სერვისები კვლავაც საკმაოდ მცირე წილს წარმოადგენს. ისინი ძირითადად ტრადიციული სიმდიდრის მართვისა და საინვესტიციო სერვისების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულები.

სამწუხაროდ, სპიკერს მედიასთან არ განუცხადებია ბანკი რომელ კრიპტოვალუტებს უჭერს მხარს.

„ჩვენ არ გვაქვს მიმართული ხედვა კრიპტო ბაზრებზე ან რაიმე კონკრეტულ მონეტებზე, მაგრამ ბანკის გარკვეულმა განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს პროფესიონალ კლიენტებს ამ ახალი აქტივების კლასში ვაჭრობის საშუალება მივცეთ”,- განაცხადა Capital Union-ის სპიკერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი