ანტივაქსერთა ჯგუფი კრიპტოვალუტითა და Blockchain ტექნოლოგიით დაინტერსდა

0
796

ადამიანების ჯგუფი, რომლებიც COVID-19-ის ნებისმიერი ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ კრიპტოვალუტის ექსპერტებს ეძებენ, რომლებიც მათ ანტივაქსერულ წამოწყებას შეურთდებიან.

ანტივაქსირების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებთან კამპნაიის წამოწყებას აპირებს და გეგმავს კერძო მზარეულების, ტელეწამყვანებისა და კრიპტო ექსპერტების დაქირავებას.

ჯგუფის უკან არსებული Liberty Places-ი უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც ზანზიბარის არქიპელაგზეა დაფუძნებული.

კამპანიის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ აპირებენ ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას, იქნება ეს Blockchain-ი თუ მზის ენერგია. ისინი ასევე აკრიტიკებენ პანდემიასთან ბრძოლაში ნიღბების გამოყენებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ Blockchain ტექნოლოგია და კრიპტოვალუტა პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად გამოიყენება.

მაგალითად, კვიპროსის ხმელთაშუაზღვის კლინიკა, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაციის ჩანაწერს VeChain-ზე ინახავს.

ინდოეთში პანდემიის გამწვავების გამო ეთერიუმის შემქმნელმა, ვიტალიკ ბუტერინმა კი 100 ეთერიუმი ინდოეთის COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი