ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

0
970

ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის (ASIC) მიერ გამოცემულმა ახალმა გაფრთხილებებმა შესაძლოა, ადგილობრივ კრიპტო ბირჟებზე დრამატულად იმოქმედოს.

ASIC-ის ბოლო საინფორმაციო ფურცელი ასახავს იმ რისკებს, რომელებშიც შეიძლება მომსახურე პერსონალი და კომპანიები მოხვდნენ.

ASIC-ის გაფრთხილებების დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმები შესაძლოა, იყოს როგორც ფინანასური, ასევე ფიზიკური პირებისათვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაცია კონკრეტულად არ არის გაწერილი აღნიშნულ გაფრთიხლებაში, ის მაინც ავტომატურად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში კრიპტოვალუტის საინვესტიციო სერვისები, როგორც ფინანასური პროდუქტი ისე განიხლება.

ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის გაფრთხილება სარეკლამო სფეროსაც შეეხება, მათ შორის Youtube ინფლუენსერებსაც, რომლებიც თავიანთ მაყურებლებს ინფორმაციას აწვდიან.

იმ შემთხვევაში თუ Youtube არხის კონტენტის მენეჯერები არ არიან დარწმუნებულნი ინფორმაციის სანდოობაში, ASIC-ი ურჩევს მათ დაფიქრდნენ თავიანთ კონტენტზე და დარწმუნდნენ არალიცენზირებულ სერვისებს ხომ არ აწვდიან მოქალაქეებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი