ისრაელის კრიპტო ფირმებმა საგანგებო კრიპტოფონდი შექმნეს

0
471
ისრაელის კრიპტო ფირმებმა საგანგებო კრიპტოფონდი შექმნეს

ისრაელის კრიპტო ფირმებმა ორშაბათს გამოუშვეს Crypto Aid Israel, ჰუმანიტარული დახმარების ფონდი ისრაელის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დახმარება ესაჭიროებათ.

ფონდი შექმნეს კომპანიებმა: Fireblocks, 42Studio, MarketAcross, Collider Ventures, CryptoJungle, Nilos, BlockchainB7, Efficient Frontier, Ironblocks Israel Blockchain Association, და Bits Of Gold.

ფონდი იმუშავებს მრავალხელმოწერიანი საფულის მეშვეობით, რომელსაც ერთობლივად გააკონტროლებს მრავალი მხარე და შემოწირულებას შეაგროვებს ბიტკოინში (Bitcoin), ეთერში (Ether) და დოლარის მხარდაჭერის სტებლკოინებს: USDT და USDC.

შემოწირულებებს მართვას Fireblocks-ი, მრავალხელმოწერიანი საფულით, რომელიც ტრანზაქციების დასამტკიცებლად მოითხოვს შვიდი ხელმომწერიდან მინიმუმ ოთხს, ნათქვამია Crypto Aid Israel-ის პრესრელიზში.

“ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შევაგროვოთ საჭირო თანხები, რომ თავშესაფრით და საჭმლით უზრუნველყოთ ოჯახები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, ასევე მოვამარაგოთ ისინი ჰიგიენის პროდუქტებით და მედიკამენტებით, გამოვყოფთ რესურსებს, რათა ავამაღლოთ ცნობიერება იმ საშინელების შესახებ, რომლის წინაშეც ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა დგას.” – თქვა ბენ სამოჩამ, CryptoJungle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც ჰამასის მებრძოლთა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა, რასაც მინიმუმ 900 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო, ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმას ღაზაში 687 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კრიპტო სახსრების მიმართ ინტერესის გაზრდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ომიდან 6 თვეში, უკრაინის მთავრობამ კრიპტოდონაციებით შეგროვებული 54 მილიონი დოლარი დახარჯა.

კრიპტო სამყაროს სიახლეებს წარმოგიდგენთ – Coinet Crypto

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი