Blockchain.com-ი რუსეთის მოქალაქეებს აღარ მოემსახურება

0
817

კრიპტო საფულის პროვაიდერი Blockchain.com არის ის ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელმაც ევროკავშირის უახლესი სანქციების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს მოსმსახურების მიწდოებაზე უარი განუცხადა.

Blockchain.com-მა მოქალაქეებს აცნობა, რომ ორი კვირის პერიოდი აქვთ თავისი ანგარიშების დასახურად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყინული ანგარიშებიდან თანხის განაღება მომავალში შეუძლებელი იქნება.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ Blockchain.com-ს ამჟამად ეკრძალება სერვისების მიწოდება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის შესაბამისად.

წინა სანქციებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ რუსეთ-ევროკავშირის კრიპტო გადახდებს ზღუდავდა დაახლოებით 9,700 დოლარამდე, ან 10,000 ევრომდე, უახლესი პაკეტი აკრძალავს რუსეთსა და ევროკავშირს შორის კრიპტო გადახდებს. ახალი სანქციები 6 ოქტომბერს დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის შტატმა Blockchain-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების მიზნით გამოიყენება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო.

განცხადების თანახმად, ფინანსური სერვისების დეპარტამენტი ტექნოლოგიას ფედერალურ სანქციებს დაქვემდებარებული რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების აღმოსაჩენად იყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი