ამერიკელი კანონმდებლები კიბერუსაფრთხოების კანონპროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ

0
784

აშშ-ს სენატორები, მარშა ბლექბერნი და სინტია ლუმისი, ცვლილებების შეტანის მოთხოვნით გამოვიდნენ.

ცვლილებები საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტის კომპანიებს, ნებაყოფლობით გაცვალონ კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა ინფორმაცია.

2015 წლის კიბერუსაფრთხოების ინფორმაციის გაზიარების აქტის შესწორების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ბლექბერნმა და ლუმისმა კანონმდევლებს წარუდგინეს შემდეგი წინადადება: კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიის ან ციფრული ვალუტების სფეროში, შეატყობინონ ქსელის დაზიანების, მონაცემთა დარღვევის, გამოსასყიდი პროგრამების, შეტევების და დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების საფრთხეების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

კანონპროექტის ხელმოწერის შემთხვევაში, სააგენტოები, მათ შორის ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო, გამოაქვეყნებენ პოლიტიკასა და პროცედურებს კრიპტო კომპანიებისთვის, რომლებიც კიბერუსაფრთხოების პოტენციურ რისკებთანაა დაკავშირებული.

თავდაპირველი კანონპროექტი, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში სენატში მიიღეს, არსებითად არ გულისხმობდა რიგ საკითხებს, რომელიც ამჟამად აქტუალური გახდა ტექნოლოგიის სწრაფად განვითარების გამო.

ახალი კანონპროექტი კი უკვე ითვალისწინებს სავარაუდო თავდაცვის მეთოდებს კიბერთავდასხმის შემთხვევაში. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კანონმდებლობას დაერქმევა კრიპტოვალუტის კიბერუსაფრთხოების ინფორმაციის გაზიარების აქტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი