23 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1905

სამშაბთს, 23 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზრები საგრძნობლად გაიზარდა. ფასების ზრდა CoinMarketCap-ის სიაში არსებულმა თითქმის ყველა კრიპტოვალუტამ განიცადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა 5.500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 5.590 დოლარსაც კი მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსი 5%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 9.5%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ განაგრძობს ფასის მატებას. კრიპტოვალუტის კურსი 175-დან 177 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 7.6%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 189 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი